შეჯიბრებაში თვითონ სალუქვაძეს მონაწილეობა არ მიუღია, რადგან მსოფლიოს თასისთვის ემზადება. ტურნირში არც ასაკობრივი ზღვარი ყოფილა დაწესებული - ახალგაზრდებმაც და უფროსებმაც ერთად ისროლეს. ერთადერთი, მხოლოდ ქალები და ვაჟები იყვნენ გაყოფილნი.
ვაჟთა შორის გვარიანი უპირატესობით გაიმარჯვა თბილისელმა ლევან ქადაგიძემ - 658.3 ქულა.
მეორეზე ქუთაისელი შოთა გირგვლიანი გავიდა - 653.5, მესამეზე - ისევ თბილისელი ბესარიონ სირაძე 654.7-ით.
ქალთა ოქროს მედალი ქუთაისელმა მოიგო -
რაც შეეხება ნინო სალუქვაძეს, ის და ლევან ქადაგიძე 1-10 აპრილს კორეულ ჩანჯოუში გამოვლენ მსოფლიოს თასის პირველ ეტაპზე. სალუქვაძე ამ რანგის ოთხი შეჯიბრებიდან ერთს - მაისში ამერიკულ ფორტ ბენინგში გასამართს გამოტოვებს და სამში გამოვა: კორეის შემდეგ ამ რანგის შეჯიბრებებზე 23-30 მაისს მიუნხენში და 3-12 ივლისს ესპანურ გრანადაში ისვრის.
ამერიკულ ტურნეზე უარი იმ მოტივით თქვეს, რომ ძალიან ბევრი გადაფრენ-გადმოფრენა უწევდა ლამის მთელი დედამიწის ირგვლივ.
სალუქვაძე კიდევ ერთხელ დააფასა და აღიარა სროლის საერთაშორისო ფედერაციამ - მის ყოველწლიურ ჟურნალში სოლიდური ადგილი ეთმობა ჩვენებურს.
კერძოდ, კიდევ ერთხელაა ხაზგასმული, რომ ის რეკორდსმენია მსოფლიოს თასების მხრივ; მოპოვებული მედლების მიხედვით ასევე საუკეთესოა ქალთა შორის სროლის უკლებლივ ყველა სახეობაში - თოფი, პისტოლეტი თუ სასტენდო სროლა. მათ, ასევე, დაუთვლიათ, რომ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ანუ 1993 წლიდან 2011-მდე სალუქვაძის მედლებით საქართველო მსოფლიოში მე-15 ადგილზეა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"