ისე მოხდა, რომ იგი ორივე დღეს ყველაზე ცუდად ბოლო სერიებში გამოვიდა - შაბათს მესამეში 95 ქულა დააგროვა, როცა პირველ ორში 98 და 99 აჩვენა, 27 მაისს კი სულაც 94-მდე დაეცა მაჩვენებელი მანამდელი 96-ისა და 97-ის საწინააღმდეგოდ.
94-იან სერიაში ის 9-იანის ზონიდან არ გამოსულა, ანუ 8-იანში ერთხელაც არ გაურტყია, თუმცა ათიანის ნიშნულშიც სულ ოთხჯერ მოახვედრა და ასეთი დაბალი შედეგიც ამან
როგორც გითხარით, საბოლოოდ ჩვენებურს 579 ქულა დაუგროვდა, თუმცა ფინალის საგზური მაინც საცილო გაუხდა, რადგან ასეთივე შედეგი აჩვენეს მონღოლმა ბაიარცეცეგ ტუმურჩუდურმა და კორეელმა კიეონგაე კიმიმ, თუმცა ქართველმა მათ დამატებითი მაჩვენებლებით შეასწრო ფინალში.
სალუქვაძეს ანგარიში აქაც საკამათოდ შეექმნა, რათა ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლის უფლება მიეღო.
დასკვნით ეტაპზე ყველაზე უკეთ უტიტულო ჩინელებმა ისროლეს - ჯინ იუანმა 15 ქულა დააგროვა, ჯინჯინ ჭანმა (ამას მსოფლიოს თასის ორიოდე ეტაპი აქამდეც მოუგია) - 14, ანუ ოქროს მედლისთვის ბრძოლის უფლებაც მათ მოიპოვეს.
მესამე ადგილზე 44 წლის შვეიცარიელი ევროპის ჩემპიონი ჰაიდი გერბერ დიჩელმი გავიდა 11 ქულით, რომელსაც აშკარად მეორე სუნთქვა გაეხსნა - აქამდე თუნდაც ამ რანგის ტურნირებში მედალს არასოდეს მიახლოებია, ორი წლის წინათ კი 42 წლისამ ევროპის პირველობა მოიგო, ხოლო ახლა საბოლოოდ მესამეზე გავიდა.
ფინალში IV-V ადგილებს 9-9 ქულით სალუქვაძე და ჩრდილოკორეელი მი უნ იო ინაწილებდნენ. აქ უკვე დამატებითი მაჩვენებელი უკეთეს მეტოქეს აღმოაჩნდა და ბრინჯაოსთვის შვეიცარიელთან პაექრობის უფლებაც მან მოიპოვა, ჩვენებურმა კი მეხუთე ადგილით დაასრულა გამოსვლა.
ორივე ფინალი - ოქროსიც და ბრინჯაოსიც ერთნაირი ანგარიშით, 7:1 დასრულდა. მთავარ ფინალში იუანმა ჭანს აჯობა, მეორეში კი შვეიცარიელმა იმარჯვა.
შაბათს 50-მეტრიან დისტანციაზე ლევან ქადაგიძემაც ისროლა და 29-ე ადგილზე გავიდა 550 ქულით.
პნევმატური პისტოლეტიდან ქალებმა 27 მაისს უკვე დაიწყეს საკვალიფიკაციო ეტაპი და პირველი ჯგუფის წევრებმა ისროლეს კიდეც, თუმცა სალუქვაძე მეორეშია და 28-ში იასპარეზებს, როგორც ამავე დისტანციაზე გამომსვლელი ვაჟები.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"