ნინო სალუქვაძე საერთაშორისო ტურნირს მასპინძლობს

AutoSharing Option
ნინო სალუქვაძის სახელობის ტირი მორიგ საერთაშორისო ტურნირს მასპინძლობს - შოთა ქველიაშვილის სახელობის გარდამავალი თასის ღია გათამაშებას. გასაგებ მიზეზთა გამო ეს შეჯიბრება მხოლოდ პნევმატური პისტოლეტიდან სროლაში იმართება და ადრინდელებზე ბევრად უფრო მრავალრიცხოვანია. თან უცხოელთა სიმრავლითაც გამოირჩევა. მართალია, თბილისში კვლავაც მხოლოდ აზერბაიჯანელები გვესტუმრნენ, მაგრამ ამჯერად 17 მონაწილით. ნინო სალუქვაძის ავტორიტეტისა და პირადი კონტაქტების დამსახურებით, ისინი ხშირად ჩამოდიან ჩვენთან, მაგრამ ამხელა გუნდით პირველად ვიხილეთ. სტუმრებს ქუთაისელი და თბილისელი მსროლელებიც დაემატნენ და შეჯიბრებაში 50-მდე ჩუბინი მოგროვდა.

გუშინ ქალთა ასპარეზობა გაიმართა, რომელშიც ტირისა თუ შეჯიბრების
მასპინძელი სალუქვაძე შეუდარებელი იყო და პირველობა არავის დაუთმო. ეს ძალიან კარგი, მაგრამ ცუდია, რომ მომდევნო საპრიზო ადგილებზე სტუმრები გავიდნენ - ვერცხლი მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონმა და ოლიმპიური ბრინჯაოს ორგზის მფლობელმა ირადა აშუმოვამ დაისაკუთრა, ბრინჯაო - მისმა დისშვილმა ნიგიარ ბაგიროვამ. დეიდას ამბავი გასაგებია - ირადა მართლაც ძლიერი სპორტსმენია, რასაც ვერ ვიტყვით დისშვილზე. ამის მიუხედავად, მაინც აღემატება ჩვენებს, რაც არცთუ სასიამოვნო ფაქტია.

დღეს და ხვალ შეჯიბრებაში უფროსი და ახალგაზრდული ასაკის ვაჟები და გოგოები გამოვლენ. ტურნირი ხვალ, 14 საათზე დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალით დასრულდება.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული