ნინო სალუქვაძე ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოსთვის ბრძოლაში დამარცხდა

AutoSharing Option
სლოვენიაში მიმდინარეობს ევროპის ჩემპიონატი ტყვიის სროლაში.

23 ივლისს 25 მეტრი დისტანციიდან სპორტული პისტოლეტით სროლაში ქალთა პირველობა გაიმართა.

პირველ ეტაპზე ვეტერანმა სპორტსმენმა ნინო სალუქვაძემ 14 ქულა მოაგროვა და ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლის უფლება მიიღო. პირველი სამეული კი ფინალში გავიდა.

საბოლოოდ, ნინოს მეტოქე ბრინჯაოსთვის მატჩში უკრაინელი ოლენა კოსტევიჩი გამოდგა. სამწუხაროდ, ჩვენებურმა ბრძოლა დათმო - 5:7 და მედალს დაემშვიდობა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული