"არ არის მთლად ნორმალური, როცა სეზონი წელიწადში 48 საშეჯიბრო დღით შემოიფარგლება. არ მინდა, ვინმეს ვაწყენინო, მაგრამ კონტადორმა ლენს არმსტრონგისგან მხოლოდ ცუდი აითვისა და არა კარგი. არმსტრონგს კეთილი საქმეებიც უკეთებია, მაგრამ ალბერტოს იმ კარგის სწავლა დაეზარა, რაც ზოგადად ველოსპორტისთვისაა საზიანო", - თქვა საისმა.
საისი ველორბოლების სამყაროდან მას შემდეგ გაქრა, რაც გამოქვეყნდა ფოტოფირი, რომელზედაც ხსენებული მენეჯერი სკანდალურად ცნობილ ექიმ ფუენტესთან ერთადაა აღბეჭდილი. ცნობილია, რომ იმ მომენტში საისს თან ფულით,