1. რატომ გადავწყვიტე აღიარება ახლა, ამდენი უარყოფის შემდეგ? ეს საუკეთესო შეკითხვაა, ყველაზე ლოგიკური. არ ვიცი, მაქვს თუ არა კარგი პასუხი. დავიწყებ იქიდან, რომ ახლა უკვე დაგვიანებულია აღიარება. ძალიან გვიანია ბევრი ადამიანისთვის და ეს არის ჩემი პრობლემა. ამ სიტუაციას განვიხილავ, როგორც ერთ დიდ ტყუილს, რომელსაც რამდენჯერმე ვიმეორებდი.
2. რაც შეეხება დოპინგის სისტემატიურ გამოყენებას US Postal-ში, ეს სისტემა მართლაც პროფესიული იყო. ის ცალსახად ძალიან დახვეწილი იყო. თუმცა, ამასთან,
3. დოქტორი მიკელე ფერერი - კარგი ადამიანია. მას ყოველთვის ასეთად აღვიქვამდი და აზრი არ შემიცვლია. მეტის თქმა არ შემიძლია, რადგან ჩემთვის უხერხულია სხვა ადამიანებზე ლაპარაკი.
4. რა თქმა უნდა, საზოგადოებრივი ინტერესის მხრივ, ჩემი მხრიდან დაუფიქრებელი საქციელი იყო ფერერისთან საქმის დაჭერა, მაგრამ მაშინ ჩემს ცხოვრებაში ბევრი დაუფიქრებელი ნაბიჯი იყო. ამ სიტყვებით შეიძლება იმ პერიოდის დახასიათება.
5. აშშ-ის ანტისადოპინგო სააგენტოს ანგარიშში წერია, რომ მე დოპინგს ვიყენებდი 2009 წელს დიდ სპორტში დაბრუნების შემდეგ. ეს არ არის სიმართლე. ბოლოს აკრძალული პრეპარატი 2005 წელს მივიღე.
6. იმ ადამიანებს - ცინიკოსებსა და სკეპტიკოსებს, რომლებსაც არ სჯერათ ველოსპორტის, მინდა შემდეგი ვუთხრა: ვწუხვარ იმის გამო, რომ თქვენ არ შეგიძლიათ გქონდეთ დიდი ოცნება. სამწუხაროა, რომ თქვენ სასწაულის არ გჯერათ.
7. იმ დროს, როცა უარვყოფდი ბრალდებას დოპინგის გამოყენების შესახებ, თავს ცუდად არ ვგრძნობდი, არ მრცხვენოდა იმის გამო, რასაც ვაკეთებდი. ამ სიტუაციას, როგორც ბრძოლის ველს, ისე განვიხილავდი.
8. რაც შეეხება ფულის შეთავაზებას ველომრბოლელთა საერთაშორისო კავშირისთვის შვეიცარიის ტურზე აღმოჩენილი დადებითი დოპინგსინჯის სანაცვლოდ, ეს ისტორია არ შეესაბამება სინამდვილეს. მე აქ მოვედი იმისთვის, რომ ვთქვა - რა იყო და რა არა სინამდვილეში. დადებითი დოპინგსინჯი არ ყოფილა, არ მჭირდებოდა ლაბორატორიისთვის ფულის გადახდა და არც იმას დავმალავ, რომ შევხვდი ლაბორატორიის დირექტორს. მე არ ვიხდიდი ფულს სინჯის დამალვისთვის.
9. შევძლებდი თუ არა ტურ დე ფრანსის შვიდჯერ მოგებას დოპინგის გარეშე? დანამდვილებით შემიძლია გითხრათ - არა. იმ თაობაში შეუძლებელი იქნებოდა ამის გაკეთება, რადგან უკვე არსებობდა დოპინგ-კულტურა. ის მე არ შემიქმნია, მაგრამ, ამავდროულად, არც მიცდია მისი შეჩერება. და ეს იყო ჩემი შეცდომა. ეს ის არის, რასაც ვნანობ და ახლა სპორტი იხდის ჩემი შეცდომების გამო.
10. სიმართლეა, რომ მე, ფაქტობრივად, გუნდი US Postal-ის ერთ-ერთი ხელმძღვანელი ვიყავი. ტყუილია ის, რომ გუნდში ყველა იძულებული იყო, დოპინგი მიეღო და რომ მათზე ზეწოლა ხდებოდა. ყველანი ზრდასრული ადამიანები ვიყავით და საკუთარ არჩევანს თავად ვაკეთებდით. ჩვენს გუნდში იყვნენ ადამიანები, რომლებსაც არ უნდოდათ ამაში მონაწილეობა. მე, უბრალოდ, საქმის გაკონტროლებას ვცდილობდი.
11. ჩემი კარიერის დიდ ნაწილში არ არსებობდა ტურნირის მიღმა დოპინგ-კონტროლი. სახლში არავინ მოდიოდა. ამიტომაც მთავარი იყო - "კალენდრის" გონივრულად შედგენა. რბოლების წინ დოპინგი სხეულიდან იდევნებოდა. მე არ ვარ აშშ-ის ანტისადოპინგო სააგენტოს დიდი გულშემატკივარი, მაგრამ ბიოლოგიურმა პასპორტმა ბევრი რამ შეცვალა და დოპინგის დამალვა გაცილებით რთული გახდა. მე მზად ვარ თანამშრომლობისთვის. თუ შეიქმნება კომისია, რომელიც მოინდომებს სიმართის დადგენას, პირველი მივიღებ შეთავაზებას.
12. გავიზარდე ოჯახში, სადაც ყველა ბრძოლას იყო მიჩვეული. მე მებრძოლი ვიყავი, დედაჩემს ახლაც არ ჩამოუშვია ხელები. როცა კიბოს დიაგნოზი დამისვეს, ვთქვი, რომ ყველაფერს გავაკეთებდი გადასარჩენად. ასეთივე დამოკიდებულება მქონდა საქმისადმი, ასეთი დაუნდობლობა გადავიტანე სპორტში. და ეს ცუდია.
13. ჩემი კოქტეილი იყო მხოლოდ ერითროპოეტინი, მაგრამ ხშირად ვიყენებდი სისხლის გადასხმას. ამას ვამართლებდი ჩემი ცხოვრებისეული ისტორიით, რომელიც კიბოსთან ბრძოლას უკავშირდებოდა.
14. რა შემიძლია ვთქვა ჩემს ხასიათზე? ძალიან ვარ გაფუჭებული. ვფიქრობ, ნებისმიერ ადამიანს აქვს თავისი ნაკლი.
15. ხალხისგან მრისხანებას ველოდები, მე ისინი დავაღალატე. არიან ადამიანები, რომლებიც მხარს მიჭერდნენ, სჯეროდათ ჩემი და სრული უფლება აქვთ, მოტყუებულად იგრძნონ თავი. მათ მთელი ცხოვრება ბოდიშს მოვუხდი.
16. მიყვარს ველოსპორტი, ეს მართლაც ასეა. თუმცა ვიცი, როგორ აღიქვამს ხალხი ამ სიტყვებს. ისინი იტყვიან, რომ არმსტრონგმა შელახა ტურ დე ფრანსი, ყვითელი მაისურა, მთლიანად სპორტი. და მართლებიც იქნებიან.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ლენს არმსტრონგმა ველოსპორტი დააღალატა