ასეთი განცხადება გააკეთა გუშინ სააგენტო "როიტერთან" კომენტარში საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წევრმა დიკ პაუნდმა, რომელიც მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი გახლავთ.
თუ გაჩნდება იმის დამამტკიცებელი დოკუმენტები, რომ ველომრბოლთა საერთაშორისო კავშირმა იცოდა არმსტრონგის დოპინგსქემების შესახებ და ამაზე რეაგირება არ მოახდინა, საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს ერთი გამოსავალი დარჩება - ჩამოაშოროს ოლიმპიადას ამ სკანდალში გახვეული ყველა ორგანიზაცია და პიროვნება.
ეს საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ
გუშინ, კიდევ ერთი საინტერესო დეტალის შესახებ გახდა ცნობილი. თურმე არმსტრონგი ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას
ხუთ მილიონ დოლარს სთავაზობდა იმ ზარალის კომპენსაციისთვის, რომელიც ქვეყანას ველომრბოლის ქმედებით მიადგა.
არმსტრონგი ამ ნაბიჯით ცდილობდა აშშ-ის საფოსტო სამსახურის დანახარჯების კომპენსირებას. ეს ორგანიზაცია ასპონსორებდა ველოსაჯინიბო US Postal-ს, რომლის რიგებში ველომრბოლი გამოდიოდა. 1999-2004 წლებში, საფოსტო სამსახურმა გუნდს 30 მილიონი დოლარი გადაურიცხა.
კომპენსაციის გარდა, არმსტრონგი მთავრობას მოწმედ საკუთარ თავს სთავაზობდა იმ საქმეში, რომელსაც ფედერალური სამსახურები იძიებენ. CBS News იტყობინება, მთავრობამ უარყო ველომრბოლის ორივე წინადადება, როგორც არაადეკვატური.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ლენს არმსტრონგმა დოპინგი აღიარა