დიდ სპორტს გამოეთხოვა 39 წლის ამერიკელი ლივაი ლაიფაიმერი, რომელმაც გასული წლის შემოდგომაზე, ლენს არმსტრონგის გახმაურებულ საქმეზე მოწმის სტატუსით დაკითხვისას აღიარა, რომ თავადაც იყენებდა აკრძალულ პრეპარატს. ამის გამო ველომრბოლელმა ამერიკის ანტისადოპინგო სააგენტოსგან 6-თვიანი დისკვალიფიკაცია მიიღო.
ამ სასჯელს ვადა მარტში გაუვიდა, მაგრამ ლაიფაიმერმა თავისთვის გუნდის პოვნა ვერ შეძლო და კარიერის დასრულება გადაწყვიტა.
ლივაი ლაიფაიმერი ხუთი წლის განმავლობაში გამოდიოდა ერთ გუნდში ლენს არმსტრონგთან ერთად და მუდმივად მის ჩრდილში იმყოფებოდა პრესტიჟულ ველორბოლებში.
* * *
ასევე
ამ ველომრბოლელმა ვერ შეძლო სეზონის საგაზაფხულო ნაწილის გაგრძელება მუხლის ტრავმის გამო - ამიტომაც მიიღო ეს გადაწყვეტილება.
კარიერის განმავლობაში მენშოვს რამდენიმე დიდი გამარჯვება აქვს მოპოვებული, მათ შორის, სამჯერ მოიგო გრანდ-ტური: ორჯერ "ვუელტა" (2005, 2007) და ერთხელ "ჯირო დ'იტალია" (2009).
"ჯიროზე" გამარჯვება ყველაზე დიდი მიღწევაა ჩემს კარიერაში, - განაცხადა მენშოვმა. - მაგრამ ამჯერად ვერ შევძელი ამ ველორბოლაში სტარტის აღება. სწორედ ეს იყო ამ სეზონში ჩემი მთავარი მიზანი და მივხვდი, რომ კარიერის დასრულების დრო დადგა".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ჯირო ფავორიტმა დატოვა