ველომრბოლელთა კომისია დოპინგის თემაზე ყველაზე უსიამოვნო დეტალებს გამოაქვეყნებს

AutoSharing Option
ველომრბოლელთა დამოუკიდებელი კომისია გამოაქვეყნებს საკუთარ ანგარიშს დოპინგის თემაზე, სადაც ყველაზე უსიამოვნო დეტალები იქნება გამოაშკარავებული.

ვარაუდობენ, რომ ანგარიში მოიცავს 1998-2013 წლებში ველოსპორტში მიმდინარე მოვლენებს, განსაკუთრებით, დოპინგ-ერას, რომელშიც შესულია ყველაზე გახმაურებული საქმეები, მათ შორის, ამერიკელი ლენს არმსტრონგის საქმე.

ველომრბოლელთა საერთაშორისო კავშირის პრეზიდენტი ბრაიან კუკსონი აცხადებს, რომ გამოქვეყნებული ანგარიში არავისთვის იქნება დიდი სიურპრიზი.

"ვფიქრობ, ყველასთვის გასაგებია, რამდენად ფართოდ იყო იმ დროს წარმოდგენილი დოპინგი.

ანგარიშში ბევრი უსიამოვნო მომენტი იქნება გათვალისწინებული. ვამაყობ იმით, რომ ეს გავაკეთეთ.

უსიამოვნო იქნება, მაგრამ ეს უნდა გახდეს კარგი გაკვეთილი სპორტის
სხვა სახეობის წარმომადგენლებისთვის", - ამბობს კუკსონი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული