საქართველოს პარლამენტის მიერ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღების გამო ქართველი სპორტსმენები შეშფოთებას გამოთქვამენ. მათ ქვეყნის ევროპული გზის მხარდამჭერი მოწოდებები სოციალურ ქსელში გაავრცელეს.
თორნიკე შენგელია: "მე ვარ ქართველი და მაშასადამე, ვარ ევროპელი. სადაც ჩემი სამშობლოა, იქ ვარ მეც";
გიორგი წიტაიშვილი: "არა რუსულ კანონს!"
გოგა ბითაძე: "როგორც ადამიანები, ჩვენ უკეთესები უნდა ვიყოთ";
ზაზა ფაჩულია: "საქართველოს წარსული, აწმყო და მომავალი ევროპისკენ სწრაფვაა! მშვიდობას და თავისუფლებას ალტერნატივა არ აქვს";
გიგა ჭიკაძე: "სადაც საქართველოა, იქ ვარ მეც";
გიორგი ჭინჭარაული: "თუ დღეს ცუდსა და
"უარესს" შორის გვიწევს არჩევანის გაკეთება და თავიდანვე ვთანხმდებით, რომ ჩვენი ქვეყნის 20% რუსეთს აქვს უკანონოდ მითვისებული, რუსეთმა მოგვიკლა უამრავი ახალგაზრდა, რუსეთმა დაგვწია ათეული წლებით უკან, მაშინ მე, როგორც საქართველოს რიგითი მოქალაქე, ვირჩევ "უარესს!!!. ჩემი და თქვენი შვილები აქ, ამ ქვეყანაში უნდა გაიზარდონ და პირველ რიგში, მათ წინაშე უნდა ვიყოთ სუფთა და მართლები! მე მიყვარს საქართველო და მისი მომავალი დღეს ჩემს და თქვენს კისერზეა, პატივცემულებო!"
მხარდამჭერი პოსტები აგრეთვე გიორგი ჩაკვეტაძემ, გიორგი მამარდაშვილმა, გიორგი ქვილითაიამ, აკა ტაბუცაძემ, საბა კვირკველიამ, ზურიკო დავითაშვილმა და ირაკლი აზაროვმა გამოაქვეყნეს.
https://www.youtube.com/watch?v=R6k8J0X2V2s