უპრეცედენტო სააღდგომო აქცია მაღაზიათა ქსელ "ელექტრონიკაში"

AutoSharing Option
მაღაზიათა ქსელ "ელექტრონიკაში" უპრეცედენტო სააღდგომო ფასდაკლებაა. აქ იტალიური ფირმა "ინდეზიტის" მაცივრისა და სარეცხი მანქანის შეძენა 888 ლარადაა შესაძლებელი.

მაღაზიათა ქსელი "ელექტრონიკას", მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, დიმიტრი აბულაძის განცხადებით, უპრეცედენტო ფასდაკლებით სარგებლობა 29 აპრილიდან 12 მაისის ჩათვლით იქნება შესაძლებელი.

- რა სახის ფასდაკლებას სთავაზობს მაღაზიათა ქსელი "ელექტრონიკა" მომხმარებელს?
- აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით მომხმარებლისთვის ერთგვარი საჩუქარი გავაკეთეთ. 888 ლარად შესაძლებელია, მაცივარიც შეიძინონ და სარეცხი მანქანაც. ეს მართლაც რომ უპრეცედენტო შემთხვევაა ქართულ ბაზარზე. "ინდეზიტი" ისეთი ბრენდია, რომელიც დრომ გამოსცადა და ყველა
მომხმარებელი კმაყოფილია. მომხმარებელი მაცივრისა და სარეცხი მანქანის შეძენას განვადებითაც შეძლებს. რა თქმა უნდა, ჩვენს მაღაზიაში წარმოდგენილ პროდუქციაზე საგარანტიო სერვისიც მოქმედებს.

- საყოფაცხოვრებო და ელექტროტექნიკის რომელი ბრენდებია "ელექტრონიკაში" წარმოდგენილი და ფასების მხრივ, რამდენად კონკურენტუნარიანია სხვა მაღაზიებთან შედარებით?
- "ელექტრონიკას" თბილისში 5 და რეგიონებში 8 მაღაზია აქვს, სადაც ყველა ელექტროტექნიკის მწარმოებელი კომპანიის პროდუქციაა წარმოდგენილი. ფართო არჩევანი გვაქვს - ჩვენთან შესაძლებელია ტელევიზორების, მაცივრების, გაზქურების, სამზარეულოს ხელსაწყოების და სხვა პროდუქციის შეძენა. ფასები შესაბამისია ბრენდებთან და ელექტროპროდუციის ხარისხთან.

რა თქმა უნდა, ფასები აბსოლუტურად მისაღებია და ფასდაკლების სისტემაც მუშაობს. ჩვენს მაღაზიებში 2000-ზე მეტი დასახელების ელექტროპროდუქციაა წარმოდგენილი. აქ ყველაფრის შეძენაა შესაძლებელი. მსხვილი ელექტროტექნიკის მისამართზე მიტანის უფასო სერვისიც გვაქვს.

- ქსელის გაფართოებას თუ გეგმავთ?
- მომხმარებლები არ გვაკლია. შესაბამისად, დღის წესრიგში დგას "ელექტრონიკის" ქსელის გაფართოება, რათა ის ხელმისაწვდომი საქართველოს ყველა რაიონსა თუ ქალაქში გახდეს. ჩვენ უახლეს ტექნიკას დაბალ ფასებში შევთავაზებთ მომხმარებელს.

მაღაზიათა ქსელ "ელექტრონიკას" მისამართები თბილისში: სავაჭრო ქსელი "მეგალაინი". მის: კერესელიძის ქ. N12; ქეთევან წამებულის N98; ვაჟა-ფშაველას N4; ვაჟა-ფშაველას N39; დიღომი, ბელიაშვილის N8.

რეგიონებში: გორი, გურამიშვილის N1; რუსთავი, შარტავას N4; თელავი, ჭავჭავაძის N52; ქუთაისი, რუსთაველის N97/99; ბათუმი, ჭავჭავაძის N5; ჩხოროწყუ, მშვიდობის N14; ოზურგეთი, ჭავჭავაძის N14.

მაღაზიათა ქსელ "ელექტრონიკას" ტელეფონის ნომერია: 2 518- 815

R
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული