"ჰეინეკენი" უკვე შვიდი წელია, რაც ფეხბურთის ყველაზე პრესტიჟული პლატფორმის, უეფას ჩემპიონთა ლიგის სპონსორია, რომელიც თავის ქვეშ აერთიანებს ფეხბურთის ვარსკვლავებს და 150 მილიონზე მეტ მაყურებელს. "ჰეინეკენის" მიზანია, გააერთიანოს გულშემატკივრები მთელი მსოფლიოს მასშტაბით და მათ დაუვიწყარი შოუ შესთავაზოს.
"ჰეინეკენი" ფეხბურთის იმ გულშემატკივრებსაც არ ივიწყებს, რომლებიც ვერ მოხვდნენ ლონდონში ფინალზე და საშუალებას აძლევს, სწორედ 25 მაისს, პირდაპირი ტრანსლაციით, გერმანულ
ნიკოლას სფინტესკუ, იგივე DJ Freak მარკა - Circus Company-ს დამფუძნებელი და ეზეკიელ პაილესი, მისი ბრწყინვალე სასცენო პარტნიორი, ერთად ქმნიან ჯგუფ Noze-ს. თავგადასავლების მაძიებელი ელექტრონული მუსიკის ბენდი პარიზიდან, რომელმაც, 2005 წლის სონარ-ფესტივალზე ცოცხალი შესრულების შემდეგ პრესის მხრიდან ძალიან დიდი გამოხმაურება ჰპოვა.
გერმანიის ყველაზე პოპულარული ჟურნალის, De-Bug-ის მკითხველებში, Noze-მ 2006
წლის ყველაზე ცხელი ცოცხალი შემსრულებლების რეიტინგში მესამე ადგილი მოიპოვა. Freak-ი, რომელმაც კარიერა ჰიპ-ჰოპით დაიწყო, აგრეთვე უზრუნველყოფს პროდიუსინგსა და კო-პროდუსინგს ისეთი აღიარებული მუსიკოსებისათვის, როგორებიც არიან ARK-ი ან ჯეიმი ლიდელი.
Noze შედგება ორი მეგობრის, ორი წესრიგის დამრღვევი არაორდინარული, ბედნიერი ადამიანისაგან. ისინი ხშირად ატარებენ ჩალის ქუდებს და შოუს ბოლოს, მას შემდეგ, რაც მუსიკალურად ბოლომდე იხარჯებიან, ტანსაცმელს სცენაზევე იხდიან.
ისინი უამრავი მოწყობილობით აღჭურვილნი ჩამოდიან, უკრავენ ისეთ ინსტრუმენტებზე, როგორებიცაა Korg MS20 და ციფრული ლეგენდა Korg M1. მუსიკალური კომპიუტერების, გასამიქსი მაგიდის და საკუთარი ხმების დახმარებით, ისინი უნიკალურ და დაუვიწყარ შოუებს ქმნიან ნებისმიერ სცენაზე. მათი წყალობით, კლუბის ვიბრაცია მუდამ მაქსიმუმზეა!
R