"ელექტრონიკას" ფასდაკლების აქცია 20 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება

AutoSharing Option
ელექტროტექნიკის მაღაზიათა ქსელ "ელექტრონიკას" ფასდაკლების აქცია, მომხმარებელთა თხოვნით, გახანგრძლივდება და 20 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.

"ელექტრონიკას" აქცია 1 ივნისს, ბავშვთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით დაიწყო. სპეციალური შეთავაზება ორ სხვადასხვა კომბინაციას გულისხმობს.

პირველ შემთხვევაში, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, 555 ლარად TLC-ის ფირმის ტელევიზორი და პლანშეტური კომპიუტერი შეიძინოს, ხოლო მეორე შემთხვევაში, იგივე ფასად, 555 ლარად შესაძლებელია პლანშეტური კომპიუტერის, Canon-ის ფოტოაპარატის და Sony-ს სათამაშო კონსოლის შეძენა.

როგორც "ელექტრონიკას" მარკეტინგის სამსახურში აცხადებენ, ორივე შეთავაზება მორგებულია ბავშვებისთვის მეტი კომფორტის შექმნაზე, მათ გართობასა და განვითარებაზე და აქცია ბავშვთა საერთაშორისო
დღეს სწორედ ამიტომ დაიწყო.

მაღალი მოთხოვნისა და მომხმარებელთა თხოვნის გათვალისწინებით, აქცია გახანგრძლივდა და 20 ივნისის ჩათვლით იქნება ძალაში.

აღსანიშნავია, რომ ნებისმიერი კომბინაციის შეძენის შემთხვევაში, მომხმარებელი 100-ზე მეტი ლარის ეკონომიას აკეთებს.

R
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული