ვლადიმერ ხინჩეგაშვილი საქართველოს 2015 წლის საუკეთესო სპორტსმენია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 6 იანვარს, ახალ სპორტის სასახლეში სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს "2015 წლის საუკეთესო სპორტსმენების" დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა.

2015 წლის საუკეთესო სპორტსმენად მოჭიდავე ვლადიმერ ხინჩეგაშვილი დასახელდა, რომელმაც თავისუფალი სტილით ჭიდაობაში (57კგ) მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო. ამასთან, საუკეთესოები დაჯილდოვდნენ კიდევ 9 ნომინაციაში.

1) საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენი - ზვიად პატარიძე (ჭიდაობა);
2) საუკეთესო სპორტული ფედერაცია - ძალოსნობის ფედერაცია;
3) საუკეთესო გუნდი - ქალ-მოჭადრაკეთა ნაკრები;
4) საუკეთესო მენეჯერი - დავით ქევხიშვილი (ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი);
5) საუკეთესო მწვრთნელი
- ნუგზარ სხირელი (ჭიდაობა);
6) საუკეთესო სპორტსმენი - ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (ჭიდაობა);
7) საუკეთესო სპორტსმენი ქალი - ხათუნა ნარიმანიძე (მშვილდოსნობა);
8) საუკეთესო სპორტსმენი არაოლიმპიურ სახეობაში - ვახტანგ ჩიდრაშვილი (სამბო);
9) საუკეთესო მსაჯი - თემურ ყაზარაშვილი (ჭიდაობა);
10) საუკეთესო პარასპორტსმენი ქალი და მამაკაცი - ირმა ხეცურიანი (ფარიკაობა) და ზვიად გოგოჭური (ძიუდო).

ასევე, დაწესებული იყო 5 სპეციალური პრიზი.

1) წლის აღმოჩენა - ძიუდოისტ გოგონათა ნაკრები;
2) სპეციალური ჯილდო სპორტულ მედიცინაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის - ზურაბ კახაბრიშვილი (ოლიმპიური ნაკრების მთავარი ექიმი);
3) სტუდენტური სპორტის მხარდაჭერისთვის - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი;
4) წლის კაპიტანი - მამუკა გორგოძე (რაგბი);
5) წლის ბიზნესკომპანია - ვითიბი ბანკი.
მკითხველის კომენტარები / 8 /
როგორც რუსები ამბობენ-ჩტოტო ნიტო!
ezra
07 იანვარი 2016 11:32
0
რაღაც უაზრობას აქვს ადგილი,
ხინჩეგაშვილს ვულოცავ მის წინააღმდეგ არაფერ მაქვს მაგრამ, გორგოძე დ ზაზა ? წელს რომ ესენი თამაშობენ ისე ქართველ სპორცმენს არ უასპარეზია დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში! მოკლედ რამდენი სისულელე ხდება დღეში ვერ დათვლი კაცი.
Raio
07 იანვარი 2016 10:46
0
პირველ რიგში,უფლის ბრწყინვალე შობას გილოცავ ჩემო საქართველო და ყველა ქართველო !!!კალათბურთელები რატო არ არიანო,კი ბატონო,მეც უზომოდ მიყვარს კალათბურთიც დ

რაგბიც,მაგრამ დაუკვირდით აბა რა კრიტერიუმით შეარჩიეს???!მოჭადრაკე ქალები მსოფლიო ჩემპიონები გახდნენ!!!ძალოსნობიდან მძიმეში მსოფლიო გვაქ,ლადომ ხო საერთოდ სანატრელი ოქრო გვაჩუქა თავისუFალში ამდენი წლის მერე!!თან რა სხვატკა მოუგო ტურქს??Qთითქმის წაგებულუი,ბოლო წამებზე მიასვა თურQს!!რა სხირელი არ იყო დაფასების Yირსი თუ ძიუდოში გვაქ საქმე ცუდად??!ასე რომ,ჩემო კეთილებო,ყველაზე წარმატებული და შედეგმოტანილები დაასახელეს,რა ესენი ჩვენები არარია??!:D
davidbe
07 იანვარი 2016 10:27
0
სადაა კალათბურთი? რა დააშავეს ამ ბიჭებმა ასეთი, ჯერ ღარიბაშვილმა დააიგნორა, ახლა აქ საერთოდ დაიგნორებული არიან, არადა ნუ გავიწყდებათ, მაგ ბიჭებმა ევრობასკეტის მერვედფინალი ითამაშეს და სულ ცოტა დაკლდათ ოლიმპიადის საგზურამდე სულ ცოტა

სირცხვილი ამ ღონისძიების ორგანიზატორებს და ჩვენი საამაყო კალათბურთელების დამაიგნორებლებს!!!!
QOMAGI
07 იანვარი 2016 00:16
0
ვინ გადაწყიტა , ვინ გამოკითხეს ? როგორ შეიძლებოდა კალათბურთელების ასე იგნორი ? ბიჭებმა რაც გააკეთეს ამის არ დაფასება არ შეიძლება !!!! სირცხვილი სპორტის სამინისტროს !!!
გივი
06 იანვარი 2016 23:26
0
ყაზარაშვილია არაა ძიუდოისტი ბერძნულ რომაულის სპეციალისტია
klas
06 იანვარი 2016 23:20
0
რა წარმატებასაც არ უნდა მიაღწო ჭიდაობაში, ვერ გადაწონის წლევანდელ რაგბისა და კალათბურთის თემებს

ჭიდაობაა, რომელიც მსოფლიოში 50 საუკეთესო სპორტშიც არ შედის და კაცი შვილს არ აინტერესებს

ზაზამ და გორგოძემ რაც აკეთეს წელს ასე დაუფასებელი არ უნდა დაეტოვებინა სამინისტროს
ggg
06 იანვარი 2016 22:31
0
ზვიად პატარიძე არ არის ძიუდოისტი...ბერძნულ-რომაული სტილის მოჭიდავეა.
franio
06 იანვარი 2016 22:25
0

სიახლეები პოპულარული