22:04 06-01-2016
ვლადიმერ ხინჩეგაშვილი საქართველოს 2015 წლის საუკეთესო სპორტსმენია [VIDEO]
AutoSharing Option
2015 წლის საუკეთესო სპორტსმენად მოჭიდავე ვლადიმერ ხინჩეგაშვილი დასახელდა, რომელმაც თავისუფალი სტილით ჭიდაობაში (57კგ) მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო. ამასთან, საუკეთესოები დაჯილდოვდნენ კიდევ 9 ნომინაციაში.
1) საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენი - ზვიად პატარიძე (ჭიდაობა);
2) საუკეთესო სპორტული ფედერაცია - ძალოსნობის ფედერაცია;
3) საუკეთესო გუნდი - ქალ-მოჭადრაკეთა ნაკრები;
4) საუკეთესო მენეჯერი - დავით ქევხიშვილი (ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი);
5) საუკეთესო მწვრთნელი - ნუგზარ სხირელი (ჭიდაობა);
6) საუკეთესო სპორტსმენი - ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (ჭიდაობა);
7) საუკეთესო სპორტსმენი ქალი - ხათუნა ნარიმანიძე (მშვილდოსნობა);
8) საუკეთესო სპორტსმენი არაოლიმპიურ სახეობაში - ვახტანგ ჩიდრაშვილი (სამბო);
9) საუკეთესო მსაჯი - თემურ ყაზარაშვილი (ჭიდაობა);
10) საუკეთესო პარასპორტსმენი ქალი და მამაკაცი - ირმა ხეცურიანი (ფარიკაობა) და ზვიად გოგოჭური (ძიუდო).
ასევე, დაწესებული იყო 5 სპეციალური პრიზი.
1) წლის აღმოჩენა - ძიუდოისტ გოგონათა ნაკრები;
2) სპეციალური ჯილდო სპორტულ მედიცინაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის - ზურაბ კახაბრიშვილი (ოლიმპიური ნაკრების მთავარი ექიმი);
3) სტუდენტური სპორტის მხარდაჭერისთვის - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი;
4) წლის კაპიტანი - მამუკა გორგოძე (რაგბი);
5) წლის ბიზნესკომპანია - ვითიბი ბანკი.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული
ხინჩეგაშვილს ვულოცავ მის წინააღმდეგ არაფერ მაქვს მაგრამ, გორგოძე დ ზაზა ? წელს რომ ესენი თამაშობენ ისე ქართველ სპორცმენს არ უასპარეზია დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში! მოკლედ რამდენი სისულელე ხდება დღეში ვერ დათვლი კაცი.