სასამართლომ სეოკ-ის საარჩევნო ყრილობის შედეგები გააბათილა

AutoSharing Option
თბილისის სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ ბათილად ცნო 2016 წლის 23 დეკემბერს ჩატარებული ოლიმპიური კომიტეტის არჩევნების შედეგები.

საქმის განხილვა პრეზიდენტობის კანდიდატის, ირაკლი მეძმარიაშვილის სარჩელის საფუძველზე მიმდინარეობდა.

გასული წლის 23 დეკემბერს არჩევნებში მოქმედმა პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა გაიმარჯვა. ის პრეზიდენტად 78 ხმით 57-ის წინააღმდეგ აირჩიეს. სეოკ-ის პრეზიდენტის არჩევნებში, რომელშიც 136 დელეგატიდან 135-მა მიიღო მონაწილეობა, სულ ორი კანდიდატი მონაწილეობდა - ლერი ხაბელოვი და ირაკლი მეძმარიაშვილი.

სასამართლოს გადაწყვეტილების შედეგად, ოლიმპიური კომიტეტი დაუბრუნდა იმ მდგომარეობას, რომელშიც არჩევნებამდე იმყოფებოდა და 2016 წლის 23 დეკემბრის შემდეგ მიღებული ყველა
გადაწყვეტილება ბათილად ითვლება. განჩინება ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს გადაეგზავნა.

P.S. როგორც შევიტყვეთ, სარჩელის საფუძველი დელეგატთა რეგისტრაციის წესს უკავშირდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ლუკა ვითომ რამე დაწერე? ბოლო ოთხი წელი სეოკ- ის საქმიანობა ყველა დონეზე იღებს უმაღლეს შეფასებას,მედლებს რაც შეეხება აქ აშკარად პრობლემა გაქვთ
ელისე
11:18 26-01-2017
0
ეს მარადმწვანე პრეზიდენტი რის საფუძველზე აირჩიეს ხელმეორედ? საქართველოს ნაკრების ოლიმპიადაზე უსუსური გამოსვლის გამო? დაუფასდა დაკარგული მედლები? მოუწონეს სპორტსმენების სავალალო მოსამზადებელი პირობები? სირცხვილია.
ლუკა
09:01 26-01-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული