ბრიტანეთი ოლიმპიადაზე დაუშვეს

AutoSharing Option
კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციამ გადაწყვიტა პირდაპირ დაუშვას ბრიტანეთის ქალთა და მამაკაცთა ნაკრებები 2012 წლის ოლიმპიადაზე. ეს გუნდები ზაფხულის თამაშებზე მასპინძლის სტატუსით მოხვდებიან.

შეგახსენებთ, არსებობდა ალბათობა იმისა, რომ გაერთიანებული სამეფოს გუნდს ვერ მიეღო თამაშების საგზური, რადგან საკლუბო დონეზე ბრიტანული კალათბურთი ცალ-ცალკეა წარმოდგენილი შოტლანდიის, უელსის, შოტლანდიისა და ჩრდილოეთ ირლანდიის სახით, ოლიმპიადაზე კი ასეთი დაყოფა მიუღებელია.

ბრიტანელების ზაფხულის თამაშებზე დაშვებამ შეამცირა ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირზე ევროპული საგზურების რაოდენობა: მამაკაცებს შორის ეს რიცხვი ოთხიდან სამამდე შემცირდა, ქალებში - ექვსიდან ხუთამდე. ამ საკვალიფიკაციო ტურნირზე მოსახვედრად მამაკაცთა შორის
ევროპის 2011 წლის ჩემპიონატის მონაწილე გუნდმა მინიმუმ მეექვსე ადგილი უნდა დაიკავოს (ან მეშვიდე, თუ ბრიტანეთი უფრო მაღალ ადგილზე გავა), ქალებში - მინიმუმ მეხუთე.

ამასთან, პირდაპირ ოლიმპიადაზე მოსახვედრად ევროპის ჩემპიონატზე აუცილებელია ფინალში გასვლა, ქალებს შორის - კონტინენტის ჩემპიონის ტიტულის მოპოვება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული