გაფუჭებული საათი

AutoSharing Option
ოლიმპიადის დაწყებამდე 500 დღით ადრე ლონდონში ტრაფალგარის მოედანზე დაამონტაჟეს უზარმაზარი საათი, რომელმაც თამაშებამდე დარჩენილი დროის უკუღმა ათვლა დაიწყო.

საორგანიზაციო კომიტეტმა ამასთან დაკავშირებით ოფიციალური ცერემონიაც გამართა, მაგრამ მიღებული შთაბეჭდილება ძალიან მალე გაუფერულდა - საქმე ისაა, რომ რამდენიმე საათში საათი გაჩერდა...

ექვსმეტრიანი და თითქმის ხუთტონიანი საათი ფირმა "ომეგას" მიერ არის დამზადებული. ეს კომპანია ოლიმპიური თამაშების ოფიციალური სპონსორია.

"ბუნებრივია, ძალიან განაწყენებულები ვართ იმის გამო, რომ საათის მუშაობაში ტექნიკური შეფერხებები გაჩნდა, - ამბობს "ომეგას" წარმომადგენელი. - ახლა ვცდილობთ ყველაფრის გამოსწორებას".





.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული