საორგანიზაციო კომიტეტმა ამასთან დაკავშირებით ოფიციალური ცერემონიაც გამართა, მაგრამ მიღებული შთაბეჭდილება ძალიან მალე გაუფერულდა - საქმე ისაა, რომ რამდენიმე საათში საათი გაჩერდა...
ექვსმეტრიანი და თითქმის ხუთტონიანი საათი ფირმა "ომეგას" მიერ არის დამზადებული. ეს კომპანია ოლიმპიური თამაშების ოფიციალური სპონსორია.
"ბუნებრივია, ძალიან განაწყენებულები ვართ იმის გამო, რომ საათის მუშაობაში ტექნიკური შეფერხებები გაჩნდა, - ამბობს "ომეგას" წარმომადგენელი. - ახლა ვცდილობთ ყველაფრის გამოსწორებას".
.