რუსი სამხედროები სოჭის ოლიმპიადას საქართველოსგან დაიცავენ

AutoSharing Option
რუსეთის თავდაცვის მინისტრი ანატოლი სერდიუკოვი დარწმუნებულია, რომ საქართველოსთან საზღვრის დამცველ რუს ჯარისკაცებს საკმარისი ძალა და საშუალება გააჩნიათ, რათა სოჭის 2014 წლის ზამთრის ოლიმპიადის მსვლელობის დროს უსაფრთხოება უზრუნველყონ.

მინისტრის თქმით, თავდაცვის სამინისტრო, ოლიმპიადის უსაფრთხოების მიზნით, რამდენიმე სცენარს ამუშავებს. სერდიუკოვის თქმით, უწყება მაქსიმალურად კარგად აკვირდება საქართველოში მიმდინარე მოვლენებს და შესაბამისად მოქმედებს.

"ჩვენ უკვე გადავაიარაღეთ საზღვარზე მყოფი ნაწილები უახლესი იარაღით და პროვოკაციის შემთხვევაში, მათ საკმარისი პოტენციალი გააჩნიათ", - განაცხადა მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა სოჭის ოლიმპიადის წინა საფრთხეებზე
ისაუბრა და საქართველოც ახსენა.

მომზადებულია rosbalt.ru-ის მიხედვით




.
მკითხველის კომენტარები / 1 /
რუსები რას აღარ იგონებენ :))))) მოკლედ სასაცილოდ არ მყოფნის :))))))
ნიკა
17:28 17-03-2011
0

სიახლეები პოპულარული