ლონდონში საქართველოს მედროშე ნინო სალუქვაძე იქნება

AutoSharing Option
ლონდონის 2012 წლის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს მედროშე ტყვიის მსროლელი ნინო სალუქვაძე იქნება. ამის შესახებ დღეს საქართველოს ოლიმპიურ კომიტეტში გამართულ პრესკონფერენციაზე ოლიმპიური კომიტეტის პრზიდენტმა გია ნაცვლიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ნინო სალუქვაძე პირველი ქართველი სპორტსმენია, რომელმაც ლონდონის ოლიმპიურ თამაშებზე მონაწილეობის მისაღებად ლიცენზია მოიპოვა. სალუქვაძე უკვე მე-7-ედ მიიღებს მონაწილეობას ოლიმპიურ თამაშებში.

ნაცვლიშვილმა აღნიშნა, რომ ნინო სალუქვაძის მედლების კოლექციაში: ერთი ოქრო, ერთი ვერცხლი და ერთი ბრინჯაოა. მან იმედი გამოთქვა, რომ ეს კოლექცია ლონდონის ოლიმპიურ თამაშებზე კიდევ შეივსება.

პრესკონფერენციაზე ნინო სალუქვაძემ განაცხადა, რომ ქვეყნის დროშის
ტარება დიდი პასუხისმგებლობაა. ამასთან, საქართველოდან ლონდონის ოლიმპიურ თამაშებზე პირველმა ლიცენზიანტმა 2012 წლის ოლიმპიური თამაშების ლიცენზიანტების ცხრილში საკუთარი მიღწევა დააფიქსირა, რომელიც კედელზე იყო გაკრული.

ცხრილთან დაკავშირებით საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ დღეიდან ოლიმპიურ კომიტეტში ტრადიციად მკვიდრდება მონაწილთა ცხრილში რეგისტრაცია.
ოლიმპიური თამაშების ლიცენზიანტების ცხრილში რეგიტრაციისთვის, სპორტსმენმა უნდა აღნიშნოს სპორტის სახობა, სახელი და გვარი, ლიცენზიის რაოდენობა და მისი მიღების თარიღი.

ტყვიით მსროლელმა ნინო სალუქვაძემ ლონდონის ოლიმპიურ თამაშებზე მონაწილეობის ლიცენზია 23 მარტს, სიდნეიში მოიპოვა. მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობების შედეგად, მან 485,5 ქულა დააგროვა და თავის მოწინააღმდგეს 2,5 ქულით აჯობა.


"ინტერპრესნიუსი"



.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული