სოჭი 2014-ის პროგრამაში ხუთი ახალი დისციპლინა ჩართეს

AutoSharing Option
საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა (სოკ) სოჭის 2014 წლის ოლიმპიურ თამაშებში ხუთი ახალი დისციპლინის ჩართვის გადაწყვეტილება მიიღო. ესენია: ტრამპლინიდან თხილამურებით ხტომა ქალთა შორის, ჰაფპაიპ ფრისტაილში (ქალთა და კაცთა შორის), შერეული ესტაფეტა ბიატლონში, გუნდური ფიგურული სრიალი და გუნდური ესტაფეტა საციგაო სპორტში.

კომიტეტი უკვე განიხილავს ოლიმპიურ პროგრამაში სლოპსტაილ ფრისტაილის (კაცთა და ქალთა შორის), სლოპსტაილის სნოუბორდში (კაცთა და ქალთა შორის) და სამთო სათხილამურო სპორტში გუნდური ტურნირის დამატებას, მაგრამ ამ დისციპლინებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მოგვიანებით მიიღებენ.

ასე, რომ სოჭის ოლიმპიადაზე სულ ცოტა 6 ახალი მედლების კომპლექტი გათამაშდება.
შეგახსენებთ, რომ ვანკუვერის 2010 წლის ზამთრის ოლიმპიადაზე მედლების 86 კომპლექტი გაათამაშეს.


მომზადებულია AP-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 1 /
ძალიან სასიხარულო ინფორმაციაა ქართველი ჰაფპაიპ ფრისტაილისტებისათვის!









:))))))))
Tregu
20:57 06-04-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული