ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადის მასპინძლობა სურს

AutoSharing Option
ერთი შეხედვით საკვირველია - სტიქიური და რადიაციული უბედურებებით გათანგულ იაპონიაში ოლიმპიადაზე ფიქრისთვის სცხელათ. მეტიც, ტოკიოში სერიოზულად განიხილავენ 2020 წლის თამაშების მასპინძლობაზე განაცხადის შეტანას.

სხვა მხრივ კი, ოლიმპიადის მასპინძლობა მიწისძვრითა და ცუნამით დაზარალებულ ქვეყანას აღდეგინის პროცესში ძალიან წაადგება. ყოველ შემთხვევაში ასე ფიქრობს ტოკიოს მერი სინტარო ისიხარა.

საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტში 2020 წლის ოლიმპიადის მასპინძლობაზე განაცხადების წარდგენა 2011 წლის 1 სექტემბერს უნდა მოხდეს. ხმის მიცემა კი ბუენოს- აირესში 2013 წლის სექტემბერში გაიმართება. მასპინძლობის სურვილი უკვე გამოთქვეს ბერლინმა, სამხრეთკორეულმა ქალაქმა პუსანმა, კეიპტაუნმა, დოხამ, რომმა
და სტამბულმა.

შეგახსენებთ, რომ 2016 წლის ოლიმპიადის მასპინძლობისთვის ბრძოლაში 2009 წელს ტოკიო რიო-დე-ჟანეიროსთან დამარცხდა.






.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული