ლონდონის 33 ადმინისტრაციული ერთეულიდან თითოეული 50 ათას ფუნტს მიიღებს ოლიმპიადის ჩატარების ადგილების დეკორაციებით მოსართავად. იგეგმება დროშების, ბანერების და სხვა დეტალების ბრიტანეთის დროშის ფერებით სტილიზირება.
როგორ უნდა გამოიყურებოდეს მორთულობა ჯერჯერობით არ არის დაზუსტებული. მერის გუნდის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ თითოეული რაიონი მომავალი თამაშებისთვის ქალაქის იერსახის ინდივიდუალურ ხედვას წარმოადგენს.
განცხადებაში ნათქვამია, რომ ლონდონის ძირითადი ტურისტული ღირსშესანიშნაობები "ოლიმპიურ ცვლილებას" განიცდიან.