ლონდონის მერი ბორის ჯონსონი ბანერებისთვის 1.7 დოლარს გამოყოფს

AutoSharing Option
ლონდონის მერმა ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ ოლიმპიური თამაშებისთვის, რომელიც ბრიტანეთის დედაქალაქში 2012 წლის 27 ივლისიდან 12 აგვისტომდე გაიმართება, ქალაქის გასალამაზებლად 1.7 მილიონ დოლარს გამოყოფს.

ლონდონის 33 ადმინისტრაციული ერთეულიდან თითოეული 50 ათას ფუნტს მიიღებს ოლიმპიადის ჩატარების ადგილების დეკორაციებით მოსართავად. იგეგმება დროშების, ბანერების და სხვა დეტალების ბრიტანეთის დროშის ფერებით სტილიზირება.

როგორ უნდა გამოიყურებოდეს მორთულობა ჯერჯერობით არ არის დაზუსტებული. მერის გუნდის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ თითოეული რაიონი მომავალი თამაშებისთვის ქალაქის იერსახის ინდივიდუალურ ხედვას წარმოადგენს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ლონდონის ძირითადი ტურისტული ღირსშესანიშნაობები "ოლიმპიურ ცვლილებას" განიცდიან.

მომზადებულია eurosport.ru-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული