ამჯერად კომისიის წევრებმა მოიწონეს ჩქაროსნული ავტობუსების ახალი სისტემა და მიმდინარე მარკეტინგული კამპანია. გარდა ამისა, ბოლო დღეებში გამოინახა ადგილი გოლფის მოედნის ასაშენებლად. სპორტის ამ სახეობას სწორედ 2016 წლის ოლიმპიადაზე ექნება დებიუტი.
"დიდი მოცულობის სამუშაოა ჩატარებული, რაც ქალაქს დიდ სარგებლობას მოუტანს", - განაცხადა ოლიმპიური კომიტეტის სპეციალური კომისიის თავმჯდომარემ ნავალ ელ-მუტავაკელმა.
ბრაზილიელებს უახლოეს გეგმებში აქვთ რიო დე ჟანეიროს საერთაშორისო აეროპორტის გამტარობის ორჯერ გაზრდა, პორტის
თუმცა ოლიმპიადის მასპინძელი სხვა ქალაქების მსგავსად, რიოშიც შეხვდებით უკმაყოფილო მოსახლეობას. ერთმა ნაწილმა კომისიის ვიზიტი პროტესტის გამოსახატავად გამოიყენა. მაცხოვრებლები უკმაყოფილონი არიან მეტროს ხაზის მარშრუტების შეცვლით, აგრეთვე ღარიბული უბნებიდან გამოსახლებით, რადგან ამ პროცესს ადამიანის უფლებათა დარღვევა მოსდევს თან. ათასობით ოჯახი იძულებული გახდა შეეცვალა საცხოვრებელი ადგილი, რისი მიზეზიც გახდა ახალი ჩქაროსნული ტრასის აშენება. ეს გზა ქალაქის დასავლეთ ნაწილს აეროპორტთან დააკავშირებს. ჯამში ამ პროექტის მიხედვით გათვალისწინებულია სამი ათასი სახლის დანგრევა. ამასთან, ყველა ოჯახი ვერ იღებს ძველ სახლებთან ახლოს ალტერნატიულ საცხოვრებელ ფართს.
თუმცა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი იმედი გამოთქვამს, ადგილობრივ მოსახლეობასთან ყველა საკითხი ცივილიზებული ხერხით მოგვარდება. შეგახსენებთ, რომ რიო დე ჟანეირო სამხრეთ აფრიკის პირველი ქალაქია, რომელსაც ოლიმპიადის მასპინძლობის პატივი ხვდა წილად.