ბექჰემმა დიდი ბრიტანეთის ოლიმპიური ნაკრების მწვრთნელობაზე უარი თქვა

AutoSharing Option
ამერიკული კლუბის, "ლოს ანჯელეს გალაქსის" ფეხბურთელმა დევიდ ბექჰემმა განაცხადა, რომ ლონდონის 2012 წლის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის მიღება არა დიდი ბრიტანეთის ნაკრების მწვრთნელის, არამედ მოთამაშის რანგში სურს. ბექჰემმა განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ოლიმპიადის დაწყებისთვის 37 წლის გახდება, მოედანზე გუნდს უფრო მეტ სარგებელს მოუტანს, ვიდრე სამწვრთნელო სკამზე.

ბექჰემის თქმით, თამაშის დროს თავს 21 წლისად გრძნობს. ამავე დროს ფეხბურთელმა აღნიშნა, რომ ოლიმპიადის დაწყებამდე ჯერ კიდევ 13 თვეა, რომლის განმავლობაშიც შესაძლოა, ბევრი რამ შეიცვალოს.

ბექჰემი ლონდონის საოლიმპიადო განაცხადის აქტიური მონაწილე იყო. ფეხბურთელი დიდი
ბრიტანეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტის დაკავების პრეტენდენტად მიიჩნეოდა, რომელიც ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობას 1956 წლის შემდეგ პირველად მიიღებს.

თავად ბექჰემმა განაცხადა, რომ ოლიმპიური გუნდის მწვრთნელობის საუკეთესო კანდიდატად ის სტიუარტ პირსს მიიჩნევს, რომელიც ამჟამად ინგლისის ახალგაზრდულ გუნდს უდგას სათავეში.

დიდმა ბრიტანეთმა ოლიმპიური თამაშების საფეხბურთო ტურნირი 1900, 1908 და 1912 წელს მოიგო. 1956 წლიდან გუნდს ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობა ინგლისის, შოტლანდიის, უელსის და ჩრდილოეთ ირლანდიის საფეხბურთო ასოციაციებს შორის დაპირისპირების გამო არ მიუღია.

მომზადებულია lenta.ru-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული