მადრიდი ოლიმპიადის მასპინძლობისთვის ბრძოლას აგრძელებს

AutoSharing Option
2020 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების მასპინძლობისთვის ბრძოლაში მადრიდიც ჩაერთო.

13 ივლისს, კამპანიის დაწყების შესახებ ესპანეთის დედაქალაქის მერმა ალბერტო რუის გალიარდონმა სპეციალურ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ამრიგად, ზაფხულის ოლიმპიადის მასპინძლობის უფლებისთვის მადრიდი ბედს ზედიზედ მესამედ ცდის. შეგახსენებთ, რომ მანამდე ესპანეთის დედაქალაქი ოლიმპიადის მასპინძლობაზე ლონდონტა და რიო დე ჟანეიროსთან დამარცხდა.

ამჯერად ესპანელებს მეტოქეებად რომი და სტამბული ჰყავთ. 2020 წლის ოლიმპიადის მასპინძლობის უფლების მოსაპოვებლად ბრძოლაში ტოკიომაც შეიძლება ჩაერთოს.

სად ჩატარდება 2020 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშები, ამას 2013 წელს შევიტყობთ.

მომზადებულია El Pais-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული