ყველაზე დიდი მედალი

AutoSharing Option
გუშინ, ლონდონის 2012 წლის ოლიმპიური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტმა იმ მედლების დიზაინი წარმოადგინა, რომელიც გაისად ოლიმპიადის პრიზიორებს გადაეცემათ.

ერთი მედლის დიამეტრი დაახლოებით 85 მილიმეტრია, სისქე - 7 მილიმეტრი, წონა - 375 გრამიდან 400 გრამამდე მერყეობს. ეს არის ყველა დიდი მედალი ოლიმპიური თამაშების ისტორიაში. სულ ოლიმპიადისთვის 2100 მედალს დაამზადებენ.

მედლის ერთ მხარეს გამოსახული იქნება თამაშის ლოგო ისრებით, მეორე მხარეს გამარჯვების ქალღმერთი ნიკე და მდინარე ტემზა. პროექტის ავტორი გახდა დიზაინერი დევიდ უოტკინსი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული