18 წლის სპორტმენი და მომღერალი, რომელიც მონაწილეობას იღებდა ლონდონის ოლიმპიადის მოხალისეთა პროგრამაში, ორმაგ ძარცვასა და პოლიციის მანქანაზე თავდასხმაშია დადანაშაულებული.
თავად აივზმა უარყო დანაშაული და სასამართლოს წინაშე 17 აგვისტოს წარსდგება.
არადა, გოგონას მშობლებმა თავად დარეკეს პოლიციაში და განაცხადეს, რომ მათი ქალიშვილი მონაწილეობას იღებდა დარბევებში. პოლიციამ ტელევიზიას ვიდეოჩანაწერი წარუდგინა, სადაც აღბეჭდილია ენფილდის რაიონში მომხდარი არეულობების ქრონიკა.
აივზი
"რბილად რომ ვთქვათ, შოკირებულნი ვართ! ამას ჩემი ქალიშვილი აკეთებდა! ის ბრწყინვალედ სწავლობს, წარმატებით მისდევს სპორტს, კარგად მღერის. ლამაზი, ნიჭიერი და შემოქმედებითი მოზარდია", - ამბობს ჩელსი აივზის დედა.
ეს "ნიჭიერი ბავშვი" ბრიტანეთის დედაქალაქის სიამაყე იყო. ჩელსი აივზი ბრიტანეთის პარლამენტში სიტყვით გამოვიდა, არაერთხელ შეხვდა პრემიერმინისტრ დევიდ კემერონსა და ლონდონის მერს ბორის ჯონსონს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"