ლონდონის ხულიგანი ელჩი

AutoSharing Option
ბრიტანეთის პოლიციამ გაარკვია, რომ ლონდონის ქუჩებში მომხდარი მასიური დარბევების ერთ-ერთი მონაწილე გახდა ჩელსი აივზი. საინტერესო ისაა, რომ გოგონა 2012 წლის ზაფხულის ოლიმპიადის ელჩად არის არჩეული.

18 წლის სპორტმენი და მომღერალი, რომელიც მონაწილეობას იღებდა ლონდონის ოლიმპიადის მოხალისეთა პროგრამაში, ორმაგ ძარცვასა და პოლიციის მანქანაზე თავდასხმაშია დადანაშაულებული.

თავად აივზმა უარყო დანაშაული და სასამართლოს წინაშე 17 აგვისტოს წარსდგება.

არადა, გოგონას მშობლებმა თავად დარეკეს პოლიციაში და განაცხადეს, რომ მათი ქალიშვილი მონაწილეობას იღებდა დარბევებში. პოლიციამ ტელევიზიას ვიდეოჩანაწერი წარუდგინა, სადაც აღბეჭდილია ენფილდის რაიონში მომხდარი არეულობების ქრონიკა.

აივზი
სხვა მოზარდებთან ერთად უტევს პოლიციის მანქანას - მას ხელში საგზაო ნიშანი უჭირავს (ფოტო). ოლიმპიადის ელჩი ხულიგნების ლიდერი იყო და Vodafone-ის მობილური ტელეფონების მაღაზიაზე შეტევისას გაჰყვიროდა: "ეს საუკეთესო დღეა ჩემს ცხოვრებაში"!

"რბილად რომ ვთქვათ, შოკირებულნი ვართ! ამას ჩემი ქალიშვილი აკეთებდა! ის ბრწყინვალედ სწავლობს, წარმატებით მისდევს სპორტს, კარგად მღერის. ლამაზი, ნიჭიერი და შემოქმედებითი მოზარდია", - ამბობს ჩელსი აივზის დედა.

ეს "ნიჭიერი ბავშვი" ბრიტანეთის დედაქალაქის სიამაყე იყო. ჩელსი აივზი ბრიტანეთის პარლამენტში სიტყვით გამოვიდა, არაერთხელ შეხვდა პრემიერმინისტრ დევიდ კემერონსა და ლონდონის მერს ბორის ჯონსონს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული