თურქეთმა ბრძოლა გადაწყვიტა

AutoSharing Option
როგორც მოსალოდნელი იყო, თურქეთის პრემიერმინისტრმა თაიფ ერდოგნმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ ქალაქი სტამბოლი 2020 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების მასპინძლობის კანდიდატი იქნება. ასე რომ, ამ ეტაპისთვის პრეტენდენტთა რიცხვი ოთხამდე ავიდა.

უფრო ადრე ზაფხულის თამაშების მასპინძლობისთვის ბრძოლა გადაწყვიტეს რომმა, მადრიდმა და ტოკიომ. სხვათა შორის, ბოლო პერიოდში ეს არის სტამბოლის მეხუთე მცდელობა მოიპოვოს ოლიმპიადის მასპინძლობის უფლება.

"გულწრფელად გვჯერა, რომ ამჯერად მივაღწევთ დასახულ მიზანს. ჩვენმა ქვეყანამ გადალახა მსოფლიო ფინანსური კრიზისი. ჩვენი ეკონომიკა - ერთ-ერთი ყველაზე პროგრესირებადია მსოფლიოში. ამასთან, თურქეთი სოლიდურ ინვესტიციებს დებს სპორტში და ამ
სტილში ვაპირებთ გაგრძელებას", - ამბობს სააგენტო AP-სთან კომენტარში ერდოგანი.

* * *
ბრიტანულმა დეველოპერულმა კომპანია Delancey-იმ და კატარულმა კომპანია Qatari Diar-მა, რომელიც უძრავ ქონებაში ინვესტიციებზე სპეციალიზდება, ერთობლივად შეიძინეს ლონდონის 2012 წლის ზაფხულის თამაშების ოლიმპიური სოფელი. ეს კომპლექსი შეიცავს 1400 სახლს, აგრეთვე შენობას, რომელიც მის გარეუბანში მდებარეობს. სულ ეს გარიგება კომპანიებს 900 მილიონი დოლარი დაუჯდათ.
გეგმის მიხედვით, ოლიმპიური სოფლის სახლები საცხოვრებელი ბინებად გადაკეთდება, აგრეთვე უფრო მეტად განვითარდება ბრიტანეთის დედაქალაქის ეს რაიონი. ამასთან, სახლების დიდ ნაწილს არ გაყიდიან - მათ უბრალოდ იჯარით გასცემენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული