ექვსი პრეტენდენტი

AutoSharing Option
საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა იმ ქალაქების საბოლოო სია გამოაქვეყნა, რომლებიც 2020 წლის ზაფხულის თამაშების მასპინძლობისთვის იბრძოლებენ. პრეტენდენტი ექვსია: ბაქო, დოჰა, სტამბოლი, მადრიდი, რომი და ტოკიო. განაცხადების შეტანის ბოლო ვადა პირველი სექტემბერი იყო.

ახლა, ყველა საგანაცხადო კომიტეტმა ოლიმპიურ კომიტეტს უნდა მიაწოდოს ინფორმაცია ქალაქების შესაძლებლობებზე - რამდენად შეუძლიათ მათ ზაფხულის თამაშების ორგანიზება. ამ მონაცემების საფუძველზე სოკ-ის აღმასრულებელი კომიტეტი შეარჩევს ქალაქებს, რომლებიც გააგრძელებენ ბრძოლას 2020 წლის ოლიმპიადის მისაღებად (ქალაქების რაოდენობა არ ზუსტდება).

მეორე ეტაპზე ოლიმპიური კომიტეტის სპეციალური კომისია თითოეულ ქალაქს ეწვევა და უფრო დაწვრილებით
გაეცნობა მათ
შესაძლებლობებს. 2020 წლის ზაფხულის თამაშების არჩევნები 2013 წელს, ბუენოს აირესში გაიმართება.

იმ ექვსი ქალაქიდან, რომლებიც 2020 წლის ოლიმპიადაზე აცხადებენ პრეტენზიას, აქამდე ამ უდიდესი სპორტული ფორუმისთვის მხოლოდ
რომსა (1960) და ტოკიოს (1964) უმასპინძლიათ. ასევე იტალიასა და იაპონიას ორ-ორჯერ ჩაუტარებიათ ზამთრის ოლიმპიური თამაშები.

ესპანეთს ერთხელ მიუღია ზაფხულის ოლიმპიადა (ბარსელონა-1992). აზერბაიჯანს, კატარსა და თურქეთს არასოდეს ჩაუტარებია ოლიმპიური თამაშები.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული