ნიკოტინიც დოპინგია

AutoSharing Option
მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტო (WADA) რევოლუციური წესის შემოღებას აპირებს. ორგანიზაციის მორიგ სხდომაზე, რომელიც ჟენევაში გაიმართება, WADA-მ, შესაძლოა, სპორტსმენებს სიგარეტის მოწევა აუკრძალოს და ნიკოტინი აკრძალული პრეპარატების რიცხვში შეიტანოს.

სააგენტოს დავალებით ლოზანაში მდებარე სპეციალიზირებული ლაბორატორია რამდენიმე თვის განმავლობაში იკვლევდა ნიკოტინის მავნებელ თვისებებს და ამ დღეებში გაავრცელა მეტად საგანგაშო დასკვნები.

სპორტსმენთა ტესტების საფუძველზე შედგენილ დასკვნაში წერია მთელ რიგ ეფექტებზე, რომელსაც ნიკოტინის მოხმარება იწვევს. კერძოდ ეს არის: პულსის, სისხლის წნევის, სისხლში შაქრის დონის ზრდა, წონის დაკლება, სტრესტთან ბრძოლაში დახმარება, კონცენტრაციის მომატება...

საინტერესოა, რომ ლოზანას ლაბორატორიის
მიერ შემოწმებული სპორტსმენების 15 პროცენტს ნიკოტინის კვალი აღმოუჩინეს. ყველაზე მეტი მწეველი აღმოჩნდა ჰოკეისტებს, ტანმოვარჯიშეებსა და მოთხილამურეებს შორის. უფრო მეტიც, როგორც ამ დასკვნით ვიგებთ, იმ ჰოკეისტთა ნახევარზე მეტი, რომლებიც 2009 წელს შვეიცარიაში მსოფლიოს ჩემპიონატში გამოდიოდნენ, სიგარეტის მწეველები იყვნენ.

მწეველების არანაკლები პროცენტია ფეხბურთელებში. საიდუმლო არ არის, რომ ბევრი ვარსკვლავი სიგარეტის აქტიური მომხმარებელი იყო.

მაგალითად, დიადი ჰოლანდიელი იოჰან კრუიფი. 2006 წელს მსოფლიოს ჩემპიონატის დროს სიგარეტის წევისას დააფიქსირეს ზინედინ ზიდანი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული