ლონდონის მედლები იყიდება

AutoSharing Option
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი გამოძიების ჩატარებას აპირებს სამოყვარულო კრივის საერთაშორისო ასოციაციის (AIBA) წინააღმდეგ.

ეს ორგანიზაცია ეჭვმიტანილია აზერბაიჯანის მხრიდან რამდენიმე მილიონი დოლარის მიღებაში. ამ თანხის სანაცვლოდ AIBA-ს ლონდონის ოლიმპიადის ორი ოქროს მედალი უნდა გაეხერხებინა აზერბაიჯანელებისთვის. ამ სკანდალურ ინფორმაციას სააგენტო "როიტერი" ავრცელებს.

სპორტული ჩინოვნიკების მოსყიდვის ფაქტი BBC-ის რეპორტიორებმა ჟურნალისტური გამოძიების დროს ამოქექეს. ბრიტანული ტელეკომპანიის მონაცემებით, აზერბაიჯანელმა ინვესტორმა თანხა მსოფლიოს საკრივო სერიას (WSB) გადაურიცხა, რომლის ტურნირებიც AIBA-ს ეგიდით იმართება.

სამოყვარულო კრივის ასოციაციამ დაადასტურა, რომ რომელიღაც აზერბაიჯანელმა ფინანსური დახმარება გაუწია სამოყვარულო საკრივო ორგანიზაციას - მან
ცხრა მილიონი დოლარი გადაურიცხა AIBA-ს. მაგრამ ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელების განცხადებით, იმის მტკიცება, რომ ეს ფული 2012 წლის ზაფხულის თამაშების ოქროების სანაცვლოდ იყო ჩარიცხული, სრული სისულელეა. ადრე WSB-ის წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ ორგანიზაციამ ფული შვეიცარიული კომპანიისგან მიიღო.

BBC-ის ინფორმაციით, AIBA-ს აღნიშნული თანხა აზერბაიჯანის საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს ხელმძღვანელმა კამალადინ ჰეიდაროვმა გადაურიცხა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული