ლონდონელებს ოლიმპიადის დროს შინ ჯდომას სთხოვენ

AutoSharing Option
ლონდონის ტრანსპორტის მართვის ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ მგზავრებს 2012 წლის ოლიმპიადის ჩატარების დროს ყოველდღიურად მეტროს რიგში დგომა ნახევარ საათს ან მეტხანს მოუწევთ. სირთულეები განსაკუთრებით ყველაზე გადატვირთულ სადგურებზე "იუბილიზე", ცენტრალურ და ჩრდილოეთის ხაზებზე შეიქმნება.

ამასთან დაკავშირებით აღნიშნავენ, რომ ძალიან გადატვირთულ ზონებში, ისეთებში, როგორიცაა კენერი-უორფი, მგზავრების დაწოლის ატანა რთული იქნება, თუმცა თუ ლონდონური ფირმების თანამშრომლების 60% შინ დარჩება, სიტუაცია გაადვილდება.

ლონდონის ტრანსპორტის მმართველობამ წვრილი და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს მოუწოდა პერსონალს შინიდან მუშაობის უფლება მისცეს, იმისთვის რათა სატრანსპორტო ხაზებზე დატვირთვა შემცირდეს. ყველაზე გადატვირთული სადგურები
"სტრეტფორდი", "ლონდონის ხიდი", "კენერი-უორფი", "კანადა-უოტერი" და "ბანკი" იქნება.

მოსალოდნელია, რომ ოლიმპიური თამაშები ქაოსს "თამაშის ხაზების" გზებზეც გამოიწვევს, რომელიც მხოლოდ შეჯიბრების მონაწილეებისა და VIP-სტუმრებისთვის იქნება ხელმისაწვდომი. ამ ქუჩებზე ავტობუსებისა და ტაქსების მოძრაობაც კი აკრძალული იქნება.

მომზადებულია Daily Mail-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული