ლონდონში ყველაფერი მზად არის

AutoSharing Option
ლონდონის მერმა ბორის ჯონსონმა ამაყად გამოაცხადა, რომ ყველაფერი მზად არის 2012 წელს ზაფხულის თამაშების ჩასატარებლად. მისი თქმით, დასრულებულია ოლიმპიური ობიექტების მშენებლობა და სრულად კეთილმოწყობილია ოლიმპიური პარკი.

მერის სიტყვებით, სრულდება სატრანსპორტო სისტემის მომზადება, რომლის მოდერნიზაციაზე სულ 6.5 მილიონი ფუნტი დაიხარჯა. სატრანსპორტო პრობლემა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ოლიმპიადის ორგანიზების პროცესში. ეს სისტემა სრულ გარდაქმნას მოითხოვდა, რადგან ლონდონი არ იყო მზად ოლიმპიადის დროს დიდი რაოდენობით სპორტსმენებისა და მაყურებლის მისაღებად.

ჯონსონმა ეს განცხადება ლონდონში საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის სპეციალური კომისიის ვიზიტისას გააკეთა. სოკ-ის წევრებმა კიდევ
ერთხელ შეამოწმეს ბრიტანეთის დედაქალაქის მზადება მომავალი თამაშებისთვის, მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, იქ უკვე ყველანაირი სამუშაო შესრულებული იყო. ოლიმპიური კომიტეტის ინსპექტორებმა მოინახულეს ოლიმპიური ობიექტები, მაგრამ შორის, მთავარი ოლიმპიური სტადიონი, სადაც ამ კვირას დასრულდა სარბენი ბილიკის დაგება.

* * *

ამასობაში, ლონდონის ოლიმპიადის ორგანიზატორებმა შეზღუდვა დააწესეს ოლიმპიურ არენებზე წყლისა და სხვა ნივთების შეტანაზე.
კერძოდ, აკრძალული იქნება ტრიბუნაზე ასვლა 100 მილილიტრზე მეტი მოცულობის ბოთლით. იგივე აკრძალვა ეხება წვენებს მუყაოს პაკეტებში.

გარდა ამისა, აკრძალულია თერმოსისა და ნებისმიერ საკვების შეტანა (გარდა საბავშვოსი). ბუნებრივია, ტრიბუნებზე ალკოჰოლური სასმელების ნასახი არ იქნება. არ შეიძლება მზისგან დამცავი კრემითა და სხვა მსგავსი პარფიუმერული საშუალებებით სტადიონზე მისვლა.

იტყობინებიან, რომ ეს წესები ჯერ კიდევ განხილვის სტადიაშია და შეიძლება შეიცვალოს. ამ გადაწყვეტილების მოწინააღმდეგეები მიიჩნევენ, რომ აკრძალვები სერიოზულად გაურთულებს ცხოვრებას გულშემატკივრებს და მათ ბევრ უხერხულობას შეუქმნის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული