გარდა ამისა, მიღწეულ უნდა იყოს შეთანხმება იმის შესახებ, რომ სპორტსმენებმა უფლება მიიღონ დასრულებამდე დატოვონ გახსნის ცერემონია. ამის შესახებ შაბათს გამოაცხადა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის საკოორდინაციო კომისიის თავმჯდომარემ დენის ოსვალდმა.
ბოლო ოლიმპიადებზე სპორტსმენები ჩიოდნენ იმის გამო, რომ საათობით ფეხზე დგომა უწევდათ, სანამ აღლუმზე მათი რიგი მოვიდოდა. ბევრი ოლიმპიელი საერთოდ უარს ამბობს გახნის ცერემონიაში მონაწილეობაზე, განსაკუთრებით მაშინ, თუ
"ეს თითოეული სპორტსმენის არჩევანია, მაგრამ ჩვენ გვინდა, რაც შეიძლება მეტმა ათლეტმა მიიღოს მონაწილეობა გახსნის ცერემონიაში. ამიტომაც ვითხოვთ, რომ ოლიმპიადის გახსნა ადგილობრივი დროით შუაღამემდე დასრულდეს", - განაცხადა ოსვალდმა.
2012 წლის თამაშების გახნის ცერემონია, რომელსაც ოსკაროსანი რეჟისორი დენი ბოილი დგამს, ადგილობრივი დროით საღამოს ცხრა საათზე დაიწყება. მისი ხანგრძლივობის დაგეგმვისას უნდა გაითვალისწინონ ის ფაქტიც, რომ ლონდონში საზოგადოებრივი ტრანსპორტი ღამის ორის ნახევრამდე მუშაობს და მაყურებელმა შინ წასვლაც უნდა მოასწრონ. ამ მხრივ, სპორტსმენებს მსგავსი პრობლემა არ უნდა შეექმნებათ, რადგან ოლიმპიური პარკი ოლიმპიურ სოფელთან ძალიან ახლოს მდებარეობს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"