მძიმე სამუშაო

AutoSharing Option
ბრიტანეთში 2012 წლის ლონდონის ოლიმპიური თამაშებისთვის განკუთვნილი მედლების მოჭრა დაიწყეს. ამ პროცესისთვის სპეციალური ტექნიკური ჯგუფი შეიქმნა, რომელსაც მედლის მოჭრისას ყველანაირი სტანდარტის დაცვა ევალება.

ჯამში უნდა დამზადდეს დაახლოებით 4700 მედალი, რომელიც განკუთვნილი იქნება ოლიმპიადის პრიზიორებისთვისა და პარალიმპიელებისთვის.

თითო მედლის წონა 400 გრამია, დიამეტრი რვანახევარ სანტიმეტრს უდრის. სისქე კი დაახლოებით შვიდი მილიმეტრია. სხვათა შორის, ბრიტანელებმა ოლიმპიადების ისტორიაში ყველაზე დიდი მედალი დაამზადეს.

ტექნიკური პროცესის მიხედვით, თითოეულ მედალს 15-ჯერ ატარებენ 900-ტონიან პრესში, შემდეგ კი 750 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში დებენ, რათა მასზე მკაფიოდ გამოისახოს ნახატი.

"გამოვთვალეთ, რომ ერთი მედლის დამზადებას თავიდან ბოლომდე ათი საათი სჭირდება. გაითვალისწინეთ, რომ სულ უნდა დავამზადოთ სხვადასხვა სინჯის 4700 მედალი. თავადაც ხვდებით, რა უმძიმეს და ამავდროულად, საპასუხისმგებლო პროცესთან გვაქვს საქმე", - ამბობს პროექტის ხელმძღვანელი პოლ ბინინგი.

მედლის დიზაინის პროექტი ამ წლის დასაწყისში შეიქმნა. ერთ მხარეს გამოსახულია გამარჯვების ქალღმერთი ნიკე, მეორე მხარეს კი ლოდნონის სხვადასხვა სიმბოლო, მაგალითად, მდინარე ტემზა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული