ჯამში უნდა დამზადდეს დაახლოებით 4700 მედალი, რომელიც განკუთვნილი იქნება ოლიმპიადის პრიზიორებისთვისა და პარალიმპიელებისთვის.
თითო მედლის წონა 400 გრამია, დიამეტრი რვანახევარ სანტიმეტრს უდრის. სისქე კი დაახლოებით შვიდი მილიმეტრია. სხვათა შორის, ბრიტანელებმა ოლიმპიადების ისტორიაში ყველაზე დიდი მედალი დაამზადეს.
ტექნიკური პროცესის მიხედვით, თითოეულ მედალს 15-ჯერ ატარებენ 900-ტონიან პრესში, შემდეგ კი 750 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში დებენ, რათა მასზე მკაფიოდ გამოისახოს ნახატი.
მედლის დიზაინის პროექტი ამ წლის დასაწყისში შეიქმნა. ერთ მხარეს გამოსახულია გამარჯვების ქალღმერთი ნიკე, მეორე მხარეს კი ლოდნონის სხვადასხვა სიმბოლო, მაგალითად, მდინარე ტემზა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"