ესტაფეტა 19 მაისს დაიწყება

AutoSharing Option
ბრიტანეთში ოფიციალურად წარადგინეს 2012 წლის ზაფხულის თამაშების ოლიმპიური ჩირაღდნის ესტაფეტის მარშრუტი.

მარშრუტი ისეა შედგენილი, რომ ქვეყნის მოსახლეობის 95 პროცენტს ოლიმპიური ცეცხლის საკუთარი თვალით სანახავად არაუმეტეს 16 კილომეტრის გავლა მოუწევს. ოლიმპიური ესტაფეტა 1018 ქალაქსა და სოფელს მოიცავს. მარშრუტში შეტანილია საქვეყნოდ ცნობილი ობიექტები - სტოუნჰენჯის კომპლექსი, ლოხ-ნესის ტბა, უელსის უმაღლესი მწვერვალი სნოუდონი, ბელფასტში სტრომონტის ციხე და ა. შ.

ლონდონის თამაშებისთვის ცეცხლი 2012 წლის მაისში საბერძნეთში ოლიმპოს მთაზე დაინთება და მას ბრიტანეთში თვითმფრინავით ჩაიტანენ. 70-დღიანი ესტაფეტა 19 მაისს, დილით ლენდს-ენდის კონცხიდან (ინგლისის უკიდურესი
დასავლეთი, კორნუელის ნახევარკუნძული) დაიწყება.

ესტაფეტის რვა ათასი მონაწილე ოლიმპიურ ჩირაღდანს ჩაიტანს ბრისტოლში, კარდიფში, ლივერპულში, ბელფასტში, გლაზგოში, ნიუკასლში, მანჩესტერში, შეფილდში, ნოტინგემში, ოქსფორდსა და სხვა მსხვილ ქალაქებში, ხოლო დანიშნულების ბოლო ადგილი იქნება ლონდონის ოლიმპიური სტადიონი, სადაც 2012 წლის ზაფხულის თამაშების მთავარი ცეცხლი დაინთება. ოლიმპიური ესტაფეტის საერთო სიგრძე დაახლოებით 12.8 ათასი კილომეტრი იქნება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული