მათი მიზანი ამერიკელი სპორტსმენებისა და დიპლომატების დაცვა იქნება. აშშ-ის მთავრობა შეშფოთებას გამოთქვამს ბრიტანელი პოლიციელების არასაკმარისი რაოდენობის გამო, რომლებმაც თამაშების დროს უსაფრთხოება უნდა დაიცვან და წესრიგი დაამყარონ.
ლონდონის თამაშების საორგანიზაციო კომიტეტმა ცოტა ხნის წინ აღიარა, რომ ვერ გათვალა ოლმპიური ობიექტების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მცველთა რაოდენობა. თავიდან კომიტეტმა ჩათვალა, რომ 10 ათასი ადამიანი ამისთვის საკმარისი იქნებოდა, მაგრამ ზაფხულში ეს რიცხვი 21 ათასამდე გაიზარდა.
პოლიცია პასუხისმგებელი არ არის
მიუხედავად ამისა, ვაშინგტონი მაინც აპირებს ამერიკელ სპორტსმენებს თან გააყოლოს გამოძიების ფედერალური ბიუროს აგენტები.
ამერიკელთა ეს გადაწყვეტილება გასაკვირია იმის გამო, რომ ბრიტანეთის ტერორიზმის ანალიზის გაერთიანებულმა ცენტრმა ოლიმპიადის დროს ტერორისტული აქტების საფრთხე მინიმალურად მონათლა. როგორც ჩანს, ამერიკის შეერთებული შტატების სპეცსამსახურები მაინც შიშით ელიან მომავალ თამაშებს. მათ აქვთ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ტერორისტული ორგანიზაცია "ალ-ქაიდასგან" და მისი ფილიალებისგან, შესაძლოა, ოლიმპიადის ჩაშლის მცდელობას ჰქონდეს ადგილი, თანაც ამერიკელი სპორტსმენები ტერორისტების მთავარი სამიზნეები იქნებიან.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"