ლონდონს ამერიკაც დაიცავს

AutoSharing Option
ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლება ლონდონის ოლიმპიადის დღეებში ბრიტანეთის დედაქალაქში გამოძიების ფედერალური ბიუროს 500 აგენტის გაგზავნას აპირებს.

მათი მიზანი ამერიკელი სპორტსმენებისა და დიპლომატების დაცვა იქნება. აშშ-ის მთავრობა შეშფოთებას გამოთქვამს ბრიტანელი პოლიციელების არასაკმარისი რაოდენობის გამო, რომლებმაც თამაშების დროს უსაფრთხოება უნდა დაიცვან და წესრიგი დაამყარონ.

ლონდონის თამაშების საორგანიზაციო კომიტეტმა ცოტა ხნის წინ აღიარა, რომ ვერ გათვალა ოლმპიური ობიექტების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მცველთა რაოდენობა. თავიდან კომიტეტმა ჩათვალა, რომ 10 ათასი ადამიანი ამისთვის საკმარისი იქნებოდა, მაგრამ ზაფხულში ეს რიცხვი 21 ათასამდე გაიზარდა.

პოლიცია პასუხისმგებელი არ არის
ოლიმპიური ობიექტების უსაფრთხოებაზე. ეს მისია ფირმა G4S-ს აქვს მინდობილი. ამ კვირას ეს კომპანია იწყებს სარეკლამო აქციას, რომლის მიზანი იქნება მცველების მოძიება და მათი სწავლა და გაწვრთნა. თუმცა საორგანიზაციო კომიტეტს არ აქვს G4S-თვის გადასახდელი ფული, თან კომიტეტის წარმომადგენლებს არ სჯერათ, რომ ეს ფირმა დარჩენილ დროში შეძლებს შეავსოს სამართალდამცავთა არასაკმარისი რაოდენობა. ამიტომაც კომიტეტმა მიმართა ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს, რომელმაც დამატებით გამოყო სამი ათასი ჯარისკაცი და კიდევ ორი ათასი რეზერვისტი.

მიუხედავად ამისა, ვაშინგტონი მაინც აპირებს ამერიკელ სპორტსმენებს თან გააყოლოს გამოძიების ფედერალური ბიუროს აგენტები.

ამერიკელთა ეს გადაწყვეტილება გასაკვირია იმის გამო, რომ ბრიტანეთის ტერორიზმის ანალიზის გაერთიანებულმა ცენტრმა ოლიმპიადის დროს ტერორისტული აქტების საფრთხე მინიმალურად მონათლა. როგორც ჩანს, ამერიკის შეერთებული შტატების სპეცსამსახურები მაინც შიშით ელიან მომავალ თამაშებს. მათ აქვთ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ტერორისტული ორგანიზაცია "ალ-ქაიდასგან" და მისი ფილიალებისგან, შესაძლოა, ოლიმპიადის ჩაშლის მცდელობას ჰქონდეს ადგილი, თანაც ამერიკელი სპორტსმენები ტერორისტების მთავარი სამიზნეები იქნებიან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული