ყველანაირი პროგნოზით, 2012 წლის თამაშებზე ულაპარაკოდ ჩინეთი გაიმარჯვებს. ამ ქვეყნის პირველობას ჯერ კიდევ 2000 წელს სიდნეიში პროგნოზირებდნენ, 2004 წელს ათენში ეს უკვე შემდგარი ფაქტი იყო, პეკინის ოლიმპიადა კი მასპინძლებისთვის სრულ ტრიუმფად იქცა.
ამ ოლიმპიურ ციკლში ჩინეთი აგრძელებდა ამერიკელების (და სხვების) უკან ჩამოტოვებას. აშშ-მ მართლაც ოდნავ დათმო საკუთარი პოზიციები და ამ ქვეყანას 2010 წელს მედლების
მაგრამ აქ გასათვალისწინებელია ერთი ტენდენცია. სტატისტიკა ამბობს, რომ ოლიმპიადის წელს ამერიკელები სერიოზულ პროგრესს განიცდიან. ეს ძირითადად აშშ-ის ოლიმპიურ სპორტში ფინანსირების სისტემასთან არის დაკავშირებული. აქ არ არსებობს პირდაპირი ფინანსური ინექციები სახელმწიფოსგან, როგორც ამას რუსეთსა და ჩინეთში აკეთებენ.
ოლიმპიადის დაწყებამდე ერთი წლით ადრე, ამერიკული სპორტული ფედერაციების სასარგებლოდ სპონსორული თანხების ოდენობა იზრდება, რაც გუნდებს ხარისხიანი მომზადების საშუალებას აძლევს. ამას ყოველთვის მოაქვს ეფექტი და ამჯერადაც ძლიერ აშშ-ის ნაკრებს ვიხილავთ.
პეკინში რუსეთის ძალიან სუსტი გამოსვლის გამო, ლონდონში ბრიტანეთს უწინასწარმეტყველებდნენ მესამე პოზიციას, მაგრამ 2011 წლის სეზონში ამ გუნდს სერიოზული პრობლემები შეექმნა. საშინაო ოლიმპიადის წინ, ბრიტანელებმა მკაცრად დიფერენცირებული დაფინანსების სტრატეგია აირჩიეს. სპორტის თითოეულ სახეობას ფულს აძლევდნენ არა მათი მოთხოვნის, არამედ შესაძლებლობების შესაბამისად - იქიდან გამომდინარე, რა შედეგები ჰქონდათ ათლეტებს პეკინში.
ჯერ კიდევ შარშან, ბრიტანელები 2008 წლის შედეგების დონეზე იყვნენ და ოდნავ წინაც წავიდნენ, მაგრამ წელს აშკარა ჩავარდნა ჰქონდათ. ფინანსურად უზრუნველყოფილმა ნიჩბოსნებმა კლასი დაადასტურეს, ტრადიციულად წარმატებულმა ველომრბოლებმა და აფროსნებმა კი მხოლოდ ორი ოქრო აიღეს, იმ დროს, როცა პეკინში ჯამში 11 გამარჯვება ჰქონდათ.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, თითქოს რუსეთის ნაკრების მესამე ადგილს არაფერი ემუქრება. მართალია, რუსებმა უჩვეულოდ ბევრი - ცხრა გამარჯვება მოიპოვეს მძლეოსნობაში და შეიძლება ეს შედეგი ვეღარ გაიმეორონ, სამაგიეროდ, ჩააგდეს კრივი, სადაც ტრადიციულად ძლიერები არიან.
ო ვ ბ სულ
1. ჩინეთი 40 27 27 94
2. აშშ 34 19 24 77
3. რუსეთი 27 22 23 72
4. ავსტრალია 14 12 6 32
5. იაპონია 12 12 13 37
6. საფრანგეთი 12 9 17 38
7. ბრატინეთი 11 25 14 50
8. გერმანია 11 17 17 45
9. იტალია 11 7 11 29
10. კენია 7 6 4 17
11. ირანი 7 3 4 14
12. ზელანდია 6 5 7 18
13. ბრაზილია 6 4 5 15
14. უკრაინა 6 3 9 18
15. კორეა 5 3 13 21
16. ბელარუსი 4 5 6 15
17. უნგრეთი 4 4 5 13
18. იამაიკა 4 4 1 9
19. აზერბაიჯანი 4 3 7 14
20. საბერძნეთი 4 2 1 7
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"