მთავრობის სხდომა ხელბურთის დარბაზში

AutoSharing Option
ლონდონის ოლიმპიადის დაწყებამდე 200 დღეა დარჩენილი და ამასთან დაკავშირებით, ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა დევიდ კემერონმა მთავრობის კაბინეტის სხდომა ოლიმპიურ პარკში ჩაატარა.

კერძოდ, მინისტრები ახლად აშენებულ ხელბურთის დარბაზში მიუსხდნენ მაგიდას. დანიშნულების ადგილას კი მეტროს სპეციალური ხაზით მივიდნენ, რომელიც ქალაქის ცენტრს ოლიმპიურ არენებთან აკავშირებს.

კემერონმა ამაყად აღნიშნა, რომ ყველაფერი მზად არის ოლიმპიადის ჩასატარებლად. ყველა სპორტული არენა მწყობრშია და რაც მთავარია, მათ ასაგებად ზუსტად ჩაჯდნენ წინასწარ შედგენილ ბიუჯეტში და ზედმეტი ერთი ფუნტიც არ
დახარჯულა.

პრემიერმინისტრის თქმით, ოლიმპიადის დასრულების შემდეგ ოლიმპიური სტადიონები რიგითი ლონდონელების საკუთრება გახდება და ამ არენებზე არაერთი ოლიმპიური ჩემპიონი გაიზრდება.

ლონდონის ოლიმპიადა წელს 27 ივლისს დაიწყება და 13 აგვისტოს დასრულდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული