ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშები

AutoSharing Option
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის ჟაკ როგის წინადადებით, სოკ-მა 2007 წელს მიიღო გადაწყვეტილება ზაფხულისა და ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების შესახებ.

ზაფხულის თამაშებს 2010 წელს სინგაპურმა უმასპინძლა. ზამთრისა კი წლეულს 13-22 იანვარს ავსტრიის ქალაქ ინსბრუკში გაიმართება, ტიროლის რეგიონის დედაქალაქში, სადაც 1964 და 1976 წლებში ზამთრის ოლიმპიადები ჩატარდა.

ოლიმპიური სოფელი, რომელშიც 70 ქვეყნის 1700-მდე სპორტსმენი იცხოვრებს, ოფიციალურად 8 იანვარს გაიხსნა. 14-18 წლის გოგო-ბიჭები მედლებისთვის სპორტის 15 სახეობაში (სამთო-სათხილამურო სპორტი, ფიგურული ციგურაობა, ციგურებით რბენა, ტრამპლინიდან ხტომა, თხილამურებით რბენა, ბიათლონი, ბობსლეი, საციგაო სპორტი, სკელეტონი, ქერლინგი,
ყინულის ჰოკეი, შორტ-ტრეკი, ფრისტაილი, სნოუბორდი, სათხილამურო ორჭიდი) დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.

საქართველოს სპორტულ ღირსებას სამთო მოთხილამურეები - სუსანა გავა და ნიკოლოზ კოზანაშვილი დაიცავენ მწვრთნელ ვახტანგ თედიაშვილის თავკაცობით. დელეგაციის ხელმძღვანელია სეოკ-ის ვიცე-პრეზიდენტი ვახტანგ გეგელია, ხოლო ოლიმპიურ სოფელში მისიისა - გიორგი ესაკია. ქართველები ინსბრუკში დღეს გაემგზავრებიან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული