კვარცხლბეკთან ბომბი აღმოაჩინეს

AutoSharing Option
ავსტრიის საკურორტო ქალაქ ინსბრუკში გრძელდება ზამთრის პირველი ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშები, რომელშიც საქართველოს ორი წარმომადგენელი მონაწილეობს.

გიგანტურ სლალომში ბაკურიანელმა ნიკოლოზ კოზანაშვილმა 48 სპორტსმენს შორის მე-20 ადგილი დაიკავა. მისი მამიდაშვილი - სუსანა გავა კი 32-ე ადგილით დაკმაყოფილდა (54 მონაწილე).

ამ სახეობებში საპრიზო ადგილებზე გავიდნენ:
გოგონები: 1. კლარა დირესი (საფრანგეთი), 2. ესტელ ალფანდი (საფრანგეთი), 3. ჟასმინა სუტერი (შვეიცარია).
ვაჟები. 1. მარკო შვარცი (ავსტრია), 2. ჰანს ზინგერლი (იტალია), 3. სანდრო სიმონე (შვეიცარია).

ორგანიზატორებს ერთ დღეს დაჯილდოების ოფიციალური ცერემონიალი ჩაეშალათ, რადგან ბოლნერ პლაზის ტერიტორიაზე, სადაც
კვარცხლბეკია მოწყობილი, მეორე მსოფლიო ომისდროინდელი ბომბი აღმოაჩინეს. სპეციალური სამსახურის თანამშრომლებმა ის გააუვნებელყვეს და ინციდენტიც ამით ამოიწურა.

სუსანა გავა ჩვეულებრივ სლალომშიც მოსინჯავს ძალებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული