თანამშრომლობა გრძელდება

AutoSharing Option
"ავერსი" აგრძელებს თანამშრომლობას საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტთან. 2009 წლიდან დღემდე კომპანიამ ქართული სპორტისთვის სოლიდური თანხა და საჩუქრად მედიკამენტები გაიღო. ახალ მემორანდუმზე ხელმოწერის ცერემონიალი გუშინ გაიმართა.

ვეტერანთა გარდა, კომპანია მოქმედ სპორტსმენებზეც ზრუნავს. მაგალითად, ფეხბურთელებზე, კალათბურთელებზე, ხელბურთელებზე.

ცხადია, ვისაც ოლიმპიური პერსპექტივა აქვს და მით უფრო, ვისგანაც თამაშებზეც წარმატებას ელოდებიან, განსაკუთრებით ზრუნავენ. ამიტომაც აღნიშნა სეოკ-ის პრეზიდენტმა გია ნაცვლიშვილმა, რომ ლონდონში რა წარმატებასაც მოვიპოვებთ, ამ კომპანიის წვლილი იქნებაო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული