ლონდონის ოლიმპიადის ხარჯებმა დაგეგმილს უკვე ხუთჯერ გადააჭარბა

AutoSharing Option
ლონდონის 2012 წლის ოლიმპიური თამაშების ხარჯები ხუთჯერ აღემატება იმ თანხას, რომელიც 2005 წელს განისაზღვრა, როდესაც ლონდონმა თამაშების ჩატარების უფლება მოიპოვა.

ოლიმპიადის აუცილებელი ხარჯები 12 მილიარდ გირვანქა სტერლინგს შეადგენს, მაშინ როდესაც სპორტული ღონისძიებების ჩატარების განაცხადი მხოლოდ 2.37 მილიარდ გირვანქა სტერლინგს ითვალისწინებდა.

საზოგადოებრივი სექტორის დაფინანსება, რომელიც უსაფრთხოების უზრუნველყოფას ხმარდება, ჯერ კიდევ 2007 წელს 9.3 მილიარდი გირვანქა სტერლინგით გაიზარდა.

თუმცა მას შემდეგ უსაფრთხოების ხარჯებმა კიდევ 2.4 მილიარდით მოიმატა.  ამ თანხაში, სხვა დანარჩენის გარდა, ანტიდოპინგური შემოწმებების, ოლიმპიური ცეცხლის ანთების ხარჯები და ასევე მუშების ხელფასები
შევიდა.

თუმცა 12 მილიარდ გირვანქა სტერლინგში გაუთვალისწინებელი დარჩა ანტიტერორისტული ზომების (დაახლოებით, 1.1 მილიარდი დაჯდება) და ლონდონის პოლიციის დიდი ბრიტანეთის სხვა ნაწილებში გაგზავნის ხარჯები. კიდევ 4.4 მილიარდის დახარჯვა სპეცსამსახურების მუშაობაზე იგეგმება. ამას გარდა, 6.5 მილიარდი ქალაქის სატრანსპორტო სისტემის შეცვლაში დაიხარჯება.

ასე, რომ ოლიმპიადის საბოლოო ღირებულება, ყველა ფაქტორის გათვალისწინებით, 24 მილიარდ გირვანქა სტერლინგს მიაღწევს.

მომზადებულია Sky News-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული