ძალიან ძვირი "ლონდონი 2012"

AutoSharing Option
ტელეკომპანია SKY-მ ჩაატარა გამოძიება, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ ლონდონის ოლიმპიადისთვის მზადება ხუთჯერ მეტი დაჯდება, ვიდრე წინასწარ იყო გათვალისწინებული. ეს თანხა, შესაძლოა, გადაცდეს 12 მილიარდ ფუნტს (თითქმის 19 მილიარდ დოლარი).

შედარებისთვის, 2000 წელს სიდნეის ოლიმპიადის ორგანიზება 4 მილიარდი ფუნტი დაჯდა, 2004 წელს ათენში ამ თანხამ 16.8 მილიარდი შეადგინა, 2008 წელს პეკინში - 20 მილიარდი ფუნტი.

ლონდონმა 2012 წლის ზაფხულის თამაშების მასპინძლობის უფლება 2005 წელს მიიღო. მაშინ იქაური საოგანიზაციო კომიტეტი თამაშებისთვის მოსამზადებლად დაახლოებით 2.4 მილიარდი დოლარის დახარჯვას ვარაუდობდა. შემდეგ ეს თანხა 3.3
მილიარდამდე გაიზარდა, მოგვიანებით - 9.3 მილიარდამდე.

ბოლოს, 2008 წელს, ლონდონის ოლიმპიური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტის ყოფილმა თამჯდომარემ ჯეკ ლემლიმ გამოაცხადა, რომ ორგანიზატორები ჯამში 20 მილიარდ ფუნტს დახარჯავენ.

როგორც SKY მიუთითებს, თუ მხედველობაში მიიღებენ თამაშებისთვის მზადების არაპირდაპირ დანახარჯებს, საბოლოო თანხა დაახლოებით 24 მილიარდ ფუნტამდე გაიზრდება, ანუ 10-ჯერ მეტი, ვიდრე პირველადი შეფასებით იყო ნავარაუდები.

SKY არაპირდაპირ დანახარჯებს უწოდებს, მაგალითად, მიწის შესყიდვას ოლიმპიური ობიექტების განთავსებისთვის, დამატებითი პერსონალის სამუშაოზე აყვანა, რომელიც თამაშების დროს დოპინგკონტროლს განახორიციელებს, აგრეთვე თანხის გადახდა მეტროპოლიტენის თანამშრომლებისთვის, რათა მათ გაფიცვა არ გამოაცხადონ...

თავის მხრივ, The Daily Mail წერს, რომ საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე სებასტიან კოე დარწმუნებულია - ორგანიზატორები ჩაეტევიან დაგეგმილ ბიუჯეტში. კოუმ დაამატა, რომ ოლიმპიური ობიექტების სამი მეოთხედი უკვე მთლიანად მზად არის თამაშებისთვის.

* * *
ამასობაში, ლონდონის პოლიციამ დააკავა 97 ადამიანი, რომელიც ოლიმპიადასთან მიმართებაში თაღლითობის ფაქტებში არიან ეჭვმიტანილი. საქმე ეხება ყალბი ბილეთების რეალიზაციასა და სასტუმროების არარსებული ნომრების გასაღებას.

ლონდონში სასტუმროებზე მოთხოვნილება ძალიან მაღალია - ცალკეული ნომრის ფასი ერთი ღამით 600 ფუნტ სტერლინგს აღწევს. “ჩვენ არ დავუშვებთ ორგანიზებული დანაშაულის ჩარევას ოლიმპიური თამაშებისთვის მზადების პროცესში”, - განაცხადა ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ტერეზა მეიმ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული